დავაკაკუნეთ კარებზე და გაგვიღო ლადომ. შევედით ზალაში, სუფრაა გაწყობილი, მაგრამ ნუ იტყვი, იმხელა ნერწყვი გადავყლაპე დავიხვრჩვი კინაღამ. დავსხედით სუფრასთან, გატეხა ლადომ ლუკმა და ვეცით საჭმელს, პირის წკლაპუნის ხმა ისმის რაღაც სასტიკად. კაცო, ეს ნუკრა ხმას არ იღებდა და მისავათებული ყოფილა, თურმე, კაცი. ერთი-ორჯერ ისე გაიქნია ყბა, კინაღამ მხარი მომანგრია. აბა, შევავსოთო ლადომ _ ზის ახალაია გაყურსული. გამახსენდა მერე მაგისი წესი, ეგ ხომ თვითონ არ დაასხამს ღვინოს!.. დაუსხამ და იცოცხლე, არ გაჩერდება სიკვდილამდე. მეზობელი მყავდა ეგეთი კაცი, თუ სხვა არ დაუსხამდა, არ დალევდა. დავილოცეთ და აქ უკვე ილიდერა ახალაიამ, გადაუშვა საყლაპავში ღვინო, წვეთი არ დატოვა. ნუ, ჩვენც არ დაგვიკლია... ამბობს ლადო მთისას და ბარისას, ჩვენც უკვე გავძეხით და ავიშალეთ ლაპარაკის საღერღელი. მეგობარი გვყავს ერთი - ქისტი ვაჟკაცი, სულთანი და არ შემოაღო კარები გიტარით?! მაგრად უკრავს თან. აბა, წავიდაო და მღერის მარააა, მთვარე ჩამოჰყავს ციდან. ახალაია უტრიალებს თითებს თვალებთან და ღმუის თვითონაც. სულთანი რომ მოვიდა, ლაცაბიძე ბატონობით ელაპარაკებოდა და ახლა_ აბა, ერთიც ძმაოო! ეძახის აქედან. გავხედავ მინდიას, ჰალსტუხივითა აქვს თავი ჩამოკიდებული მკერდზე, მთვრალია უკვე. აბა, დაშლა არ მოშლისაო ნუკრამ, არ სვამს და გაწამდა კაცი, ჩვენი დარდი აღარა აქვს, გაძღა უკვე და იძახის ლექსებს. დავლიეთ ყველაწმინდა და ავიშალეთ. სულთანამ, დარჩით ჩემთან, ხვალ პანკისში წავიდეთ, ცხვარი დავკლათო. ამის თქმა იყო და გავისუსეთ, ვის არ უნდა კაი ცხვრის მწვადები და ჩაქაფული... ისაა უნდა დავეთანხმოთ და არ მოუსვა ნუკრამ ატკაზიი?! აუუუ, რა გინდა რომ უთხრა!.. დავემშვიდობეთ სულთანას და ვზივართ უკან დაბღვერილები. ნუკრას უყურებს ყველა მტერივით და ამ დროს: ცხვარიო იყვირა უკან ვიღაცამ. თურმე, ლაცაბიძეს ჩაეძინა და მოელანდა, ალბათ, სულთანას ცხვარი სიზმარში. ახალაიამ, არაყი ვიყიდოთ ახლა ჩვენო. რას იყიდი, სადღაც ვართ ტყეში, მინდიას სოფელში მივდივართ. წინათაც ვთქვი, ნისლი იყო-მეთქი და ახლა კიდევ უფრო უარესი ნისლი ჩამოწვა, ხუთ მეტრში ვერაფერს ვერ დაინახავ. ერთი პირობა კი იფიქრა ნუკრამ გავჩერდებიო, მაგრამ მივედით უკვე "პაჩტიო" მინდიამ. შევედით რაღაც სოფელში, შუქს ვერ ნახავ ანთებულს. აქ სულ ხევსურები ცხოვრობენო და ეტყობა ხევსურეთის იმიჯს იქმნიდნენ თუ რა იყო ვერ გეტყვით... გავაჩერეთ მანქანა სადღაც ზევით, ვერ ჩავა, თურმე, მინდიას ჭიშკართან. ორას მეტრამდე გვქონდა ფეხით გასასვლელი, მაგრამ ვაი იმ ჩასვლას, ვერაფეს ვერ ვხედავთ და ამ დროს რაღაც მეტაკა თვალში, კაკლის ხე ყოფილა და წამომთხარა კინაღამ თვალი. შევედით სახლში, ახალაია ცქმუტავს არ ეყო, ეტყობა, დასალევი. მაგრამ, დავწვეთო მინდიამ და გაშალა ლოგინები. ახალაია ცალკე უნდა დაწვეს, მაგრამ შეუხტა უცებ ნუკრის და გიოს საწოლში, ესენი ეჯიკავებიან აქედან მაგრამ ახალაიამ_ თქვენ ხო არ გაგიჟდით ძმაო, მცივაო. _რას ეტყვი, დაარგუმენტა კაცმა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. :)) :)) :)) :)) :)) :))
19. ისე კარგად ყვები და ისეთი კარგები ხართ მეც მომინდა თქვენი გაცნობა...:):)გაიხარეთ.+2(გაგრძელებას დაველოდები) ისე კარგად ყვები და ისეთი კარგები ხართ მეც მომინდა თქვენი გაცნობა...:):)გაიხარეთ.+2(გაგრძელებას დაველოდები)
18. magaria, zalian, gaagrzele, gelodebi. magaria, zalian, gaagrzele, gelodebi.
17. გავხედავ მინდიას, ჰალსტუხივითა აქვს თავი ჩამოკიდებული მკერდზე, მთვრალია უკვე. =)) აუ მე ხო გასკდი სიცილით და არც ჩემ დაქალს დაუკლია, სულ რომ არ გისცნობთ ისეთს, ე.ი მართალ სასაცილოა იმის მიუხედავად პერსონაჟებს იცნობ თუ არა :D გაიხარე შენა გავხედავ მინდიას, ჰალსტუხივითა აქვს თავი ჩამოკიდებული მკერდზე, მთვრალია უკვე. =)) აუ მე ხო გასკდი სიცილით და არც ჩემ დაქალს დაუკლია, სულ რომ არ გისცნობთ ისეთს, ე.ი მართალ სასაცილოა იმის მიუხედავად პერსონაჟებს იცნობ თუ არა :D გაიხარე შენა
16. ხო მართლა,მე კი ვდირიჟორობდი,მარა ღმუილით შენ ღმუოდი,ბანს აძლევდი ვითომ სულთანას,აგრემც შეგვეწიოს წმინდა რაულ კასტრო"D ხო მართლა,მე კი ვდირიჟორობდი,მარა ღმუილით შენ ღმუოდი,ბანს აძლევდი ვითომ სულთანას,აგრემც შეგვეწიოს წმინდა რაულ კასტრო"D
15. =)) კაცო, ეს ნუკრა ხმას არ იღებდა და მისავათებული ყოფილა, თურმე, კაცი. ერთი-ორჯერ ისე გაიქნია ყბა, კინაღამ მხარი მომანგრია. =)) გავხედავ მინდიას, ჰალსტუხივითა აქვს თავი ჩამოკიდებული მკერდზე, მთვრალია უკვე.
დედა ენაცვალოს, რა ნაცნობი სურათია :))
აბა, წავიდაო და მღერის მარააა, მთვარე ჩამოჰყავს ციდან. ახალაია უტრიალებს თითებს თვალებთან და ღმუის თვითონაც.
ჩავბჟირდიიი =)) =)) კაცო, ეს ნუკრა ხმას არ იღებდა და მისავათებული ყოფილა, თურმე, კაცი. ერთი-ორჯერ ისე გაიქნია ყბა, კინაღამ მხარი მომანგრია. =)) გავხედავ მინდიას, ჰალსტუხივითა აქვს თავი ჩამოკიდებული მკერდზე, მთვრალია უკვე.
დედა ენაცვალოს, რა ნაცნობი სურათია :))
აბა, წავიდაო და მღერის მარააა, მთვარე ჩამოჰყავს ციდან. ახალაია უტრიალებს თითებს თვალებთან და ღმუის თვითონაც.
ჩავბჟირდიიი =))
14. =)) აუ ორივე ნაწილი წავიკითხე =)) მაგარია =)) ახალიას თითები რომ წარმოვიდგინე ცუდად გავხდი =)) =)) აუ ორივე ნაწილი წავიკითხე =)) მაგარია =)) ახალიას თითები რომ წარმოვიდგინე ცუდად გავხდი =))
13. ხოოოოო ისე შეიძლებოდა გადაგეჯოკრა ჭელო ახალაიასთვის.:D ხოოოოო ისე შეიძლებოდა გადაგეჯოკრა ჭელო ახალაიასთვის.:D
12. აუუუ, ყალიჩავა, გავიგუდე სიცილით. =)) მაგარია ძალიანნნ. კიდევ ერთი სანანებელი ეს მაქვს, რომ არ ვიყავი იქ, თქვენთან ერთად. აუუუ, ყალიჩავა, გავიგუდე სიცილით. =)) მაგარია ძალიანნნ. კიდევ ერთი სანანებელი ეს მაქვს, რომ არ ვიყავი იქ, თქვენთან ერთად.
11. გენაცვალეეთ ....
სამარგალოს გაუმარჯოს შენი და ახალიას თამადობით !
გაიხარეთ !
5 გენაცვალეეთ ....
სამარგალოს გაუმარჯოს შენი და ახალიას თამადობით !
გაიხარეთ !
5
10. ვახ ვახ ვახ.... :D:D:D
ყალიჩავა რა კარგად ყვები შე შათლახო...
=)) ვახ ვახ ვახ.... :D:D:D
ყალიჩავა რა კარგად ყვები შე შათლახო...
=))
9. იგიი,რა ქვიან....სიცივე ცუდი რამეა ამხანაგებო:D იგიი,რა ქვიან....სიცივე ცუდი რამეა ამხანაგებო:D
8. ვაიმეე :)) ფოტო რატომ არ დადე ილუსტრაციებშიი =)) რაც მე მაგ ფოტოზე ვიხალისეე :)) ვაიმეე :)) ფოტო რატომ არ დადე ილუსტრაციებშიი =)) რაც მე მაგ ფოტოზე ვიხალისეე :))
7. :)):)) მეც მომინდა რაა იქ...:)):)) დაამთავრე, შე კაცო!:D:D:-* :)):)) მეც მომინდა რაა იქ...:)):)) დაამთავრე, შე კაცო!:D:D:-*
6. :)):)) მე ვიხილეე ფოტო ამსახველი მასალაა (სამწუხაროდ და ახალიასდა საბედნიეროდ წაიშალა ის სურათი)და გამახსენდა ირაკლის მომაყოლზე და ჰუუუ ჰუუუ ჰუუუ =)) :)):)) მე ვიხილეე ფოტო ამსახველი მასალაა (სამწუხაროდ და ახალიასდა საბედნიეროდ წაიშალა ის სურათი)და გამახსენდა ირაკლის მომაყოლზე და ჰუუუ ჰუუუ ჰუუუ =))
5. შევედით სახლში, ახალაია ცქმუტავს არ ეყო, ეტყობა, დასალევი. მაგრამ, დავწვეთო მინდიამ და გაშალა ლოგინები. ახალაია ცალკე უნდა დაწვეს, მაგრამ შეუხტა უცებ ნუკრის და გიოს საწოლში, ესენი ეჯიკავებიან აქედან მაგრამ ახალაიამ_ თქვენ ხო არ გაგიჟდით ძმაო, მცივაო. _რას ეტყვი, დაარგუმენტა კაცმა.
გაიხარე ირაკლი :D ველოდებოდი გაგრძელებას.. :) შევედით სახლში, ახალაია ცქმუტავს არ ეყო, ეტყობა, დასალევი. მაგრამ, დავწვეთო მინდიამ და გაშალა ლოგინები. ახალაია ცალკე უნდა დაწვეს, მაგრამ შეუხტა უცებ ნუკრის და გიოს საწოლში, ესენი ეჯიკავებიან აქედან მაგრამ ახალაიამ_ თქვენ ხო არ გაგიჟდით ძმაო, მცივაო. _რას ეტყვი, დაარგუმენტა კაცმა.
გაიხარე ირაკლი :D ველოდებოდი გაგრძელებას.. :)
4. ინტრიგაა, რა:D
აუ, მე გამაწამეს იმდენჯერ მომიყვნენ, მაგრამ აქ წაკითხულს მაინც სხვა მუღამი აქვს:) ინტრიგაა, რა:D
აუ, მე გამაწამეს იმდენჯერ მომიყვნენ, მაგრამ აქ წაკითხულს მაინც სხვა მუღამი აქვს:)
3. :)) :)) :))
e bicho daamtavre raa ramenairad, an piradad mainc momiyevi :D :)) :)) :))
e bicho daamtavre raa ramenairad, an piradad mainc momiyevi :D
1. ესეც საინტერესო რამეა, ყალიჩაურო:-* უშუალო თხრობაა, არ ღლის მკითხველს. ველი განგრძობას:D ესეც საინტერესო რამეა, ყალიჩაურო:-* უშუალო თხრობაა, არ ღლის მკითხველს. ველი განგრძობას:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|