ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2010


ანდერძი

განა ბევრს ვითხოვ, ცოტაც მეყოფა,
წვეთი ცრემლი და მიწის ნაგლეჯი,
მცირე ზომის ქვა, ცხოვრების წლები,
ერთი ყვავილი და დოქით ღვინო.

მე რომ აღარ ვარ, თქვენ რა გატირებთ?
დაკარგეთ მხოლოდ უბრალოდ ბიჭი,
ჩემი არ ყოფნით, მე ვარ საბრალო,
რომ ვეღარ გნახავთ აი ეს მიჭირს!

მე დედის დარდი მომენატრება,
და სიტყვა მისი სახლიდან გასულს,
ხომ მალე მოხვალ დედიკო შვილო?
პასუხი ჩემი: მოვალ რა დედი.

მამიკოს სახე, უჩვეულოდ დაბერებული,
მომენატრება მე ეს სახე, ყველაფრის მთქმელი,
და სითბო მისი, მამაშვილური გრძნობა, ალერსი,
ყველაზე დიდი მასწავლებელი, სწავლება მისი.

ჩემი ძამიკო მომენატრება,
გართობა, ხტომა და სითბო მისი,
მე საფიცარი ერთი ძმა მყავდა
და ჩემი წასვლით დავკარგე ისიც.

უბნის ბიჭები, ძმაკაცები, ძმაკაცი ძმისი,
საახლობლო, მეგობრები და მეგობარი სხვისიც.
მომენატრება ერთი გოგო და სახე მისი,
ტანი ალვის ხის, ქერა თმები, თვალები ზღვისი.

განა ბევრს ვითხოვ, ცოტაც მეყოფა,
ათასში ერთხელ დამადგით ფეხი,
კუთვნილი მიწა მონამეთ ღვინით,
მთელი ცხოვრება ატარეთ ლხინით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები