ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 მაისი, 2010


*****

შორს სადღაც ,ცის კაბადონზე
გვირილებს მივყვები და
ოცნების წვეთები მაწვიმს
_ღამე სიჩუმეს მილამაზებს ...

ფიქრის ნიღაბს ვიხსნი
და ყველას მთავარ როლს  ვთავაზობ ,
ვისაც თამაში არ ღლის
_ჩემი გრძნობების კარნავალია...

წუთიერს ყველაფერს ვგმობ და
განთიადს თამამი ფერი დაკრავს
...ხვალის
_დღეები ფანტავენ მოგონებებს .

ხელახლა, წამებში  ვიბადები
და მონობა არ მსურს არსების .
სამყარო ფერებით  ხატავს ახალ სივრცეს
_ სიკეთის მწამდა ყოველთვის  ! ...




23/01/2010

Te...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები