ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2010


8, 17, 133, ბაკნერი.

სიკვდილი - ეს პრელუდიაა სიმშივიდის
თანამედროვე თაღებსა და მანქანებს შორის.
წინასწარი გულისცემით
ჰორიზონტისკენ
თოვლის გვირაბებით.
საღამოობით.
სიმშვიდე გახრწნის სამყაროს,
როცა დრო მეტად გვიან იქნება
და ყველაფერს ჩვენი განვლილი სიცოცხლე ამოავსებს,
როცა ჩვენ ჩვენივე ნაპირებზე ვიქნებით
და ქვიშაში მოვქარგავთ ოცდამეთოთხმეტე ფრაგმენტს
ფანქრების ყუთში
და როცა სიკვდილი მობრუნდება ჩვენსკენ ნამდვილი სახით,
შეგვიერთებს
და ერთად გავთელავთ,
ჩვენს თეთრსა და ცარიელ
სასიყვარულო კავშირს.
ვიცი, დაკარგულია,
ან შეიძლება უბრალოდ იგრძნო,
რომ ერთმანეთისთვის
უცხო არის მუდამ - ორი ადამიანი,
რომ ეს ორნი ვერასოდეს ვერ ახერხებენ
სიახლოვეს ერთმანეთისას;
რომ დედების ბნელ საშოებში ჩაკეტილები
ისე მოვდივართ, დედის სახეც კი არ გვინახავს;
და მივენდობით უცხო მკლავებს
და არასოდეს ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას.
და სულ ერთია ვისი მკლავები გვეხვევა,
ვისი ბაგე გვკოცნის,
ვის ხელებში დავტოვებთ სხეულს
და მივენდობით არდაბადებამდე ნანახ სიზმრებს,
სადაც გვწამდა უამინდობის,
სადაც ჩვენი უხილავი ნათუთურები
აუხსნელად იცვლიდნენ ადგილებს.
დიახ, ჩვენ აღარასდროს გაგვიბედავს ძილი,
მას შემდეგ:
რაც ჩვენივე წარმოსახვის ნიადაგზე დავაბრალეთ ერთმანეთს
ყოვლად უსახო გრძნობები.
ამიტომ ჩვენ გვაყრუებს შიში
და თავდაუზოგავად ვცდილობთ ერთმანეთის დამარხვას,
თუნდაც ჩვენი დაუგეგმავი შვილის თვალწინ,
ამ მოკლე და ვიწრო სამყაროში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები