ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: იუმორისტული
12 მაისი, 2010


მოგზაურობა კახეთიდან თბილისამდე, ანუ ჩვენი ვოიაჟი კახეთში (დასასრული)

შეეგუენ ნუკრა და ლაცაბიძე რაღას იზამდნენ,კაი იყოს ჩააქრეთ შუქიო,გასცა ნუკრამ პრიკაზი,წავედი შუქის ჩასაქრობად და აქ ისევ იფეთქა ახალაიამ,ოპ მაიცათო,რა შუქი უნდა ჩააქროთ რა დამაძინებს ეგრეო და გამოიწია ჩემსკენ მაგრამ ეს თავხედობა ეგრევე აღკვეთეს ბიჭებმა,შეურიგდა ახალაია ბედს და კონსესუსზე წამოვიდა,მაშინ ჩემი ტელეფონი მაიტათო,მისცეს ტელეფონი,ფანარი ჰქონია თურმე მაგის ნოკიას,:დასწყევლოს ეშმაკმა,რას არ მოიგონებენ ეს ფინელები:" და ანათებს ახალაია ამ ფანარს ბიჭებს ხან სახეზე ინათებს და აქვს თვალები ბუსავით დაჭყეტილი.ამ ოინბაზობაში ჩაგვეძინა ცოტა ხნის მერე.
დილაა და მესმის რაღაც ძაღლების ყეფა და სტვენა-გნიასი,ჩავიცვი და გამოვვარდი გარეთ და რას ვხედავ,ნუკრა დაჰქრის ამ ტყე-ღრეში და ხევ-ხუვებში,უფალო შეგცოდე ერთი ი გავიფიქრე გადაირია ვითომ-მეთქი? გავძახე,რას შვრები კაცო შენთქო,ამომძახა სოფლის ნოსტალგია მაქვს ძამულიაო და დურთა თავი ისევ ბარდებში,გადავისახე პირჯვარი და შემოვბრუნდი უკან,ცოტა ხანში ამოვიდა ნუკრაც,მოისურვილა ალბათ ყოველივე და წამოდგნენ ბიჭებიც,ლაცაბიძეს ძინავს ისევ,მინდია მეზობლებთან წავიდა,ახალაია ისეთი წითელია პახმელიისგან,ქუჩაში რო გაიყვანო მძღოლებს სვეტაფორი ეგონებათ და მოძრაობას გააჩერებენ.
ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით თბილისში,ახალაია ლუდი მიყიდეთო კნავის უკან,გადმოვდექით გომბორის ქედზე და მინდიამ შეაჩერეთო,გავჩერდით,მაგარი ჰაერია აქო განაცხადა მინდიამ,გადმოვედით და დავღრღენით წინა დღის შოთები.
ამასობაში უკანა სკამიდან უფორთხია ახალაიას და წინ გადმომჯდარა,კი შეხედა მინდიამ ერთი ცუდი თვალით მაგრამ შეეცოდა ალბათ და არ უთქვამს არაფერი. გავაგრძელეთ გზა,მივუახლოვდით უჯარმას და წამოვაყენე წინადადება,ციხეზე ავიდეთთქო,ახალაიამ კი შემოგვხედა გასაცოდავებული თვალებით და ჩაიწკმუტუნა ლუდიო მაგრამ ვინ დაუგდო ყური.ავედით ციხეზე და ჩამოვედით უკვე და რას ვხედავთ,მისავათებული გდია კაცი,შეახტა ნუკრა თავის როსინანტს და უცხუნა დეზი,არ ჩაგვაკვდეს ეს კაცი ხელშიო.არა კაცო ისე,იმხელა გზა ვიარეთ და მაღაზია არ შეგხვედრია არსად.
გამოჩნდა სოფელი და ახალაია აფართხალდა,მაღაზია გამოჩნდა და გამიშვითო გაიქაჩა,გადავყევი მეც.აი იქ უნდა გენახათ ახალაიას თვალები,ლუდი რო ნახა,ლიტრიანი ლუდები მინდაო განაცხადა რიხიანად.ორლიტრიანების მეტი არა გვაქვსო_პატარა გოგო იყო ვიღაც იმან გვითხრა,არ გვინდა მაგიო ახალაიამ და გამობრუნდა,აი თავხედი კაცი,კვდება და ისეთი არ უნდა.რას შვრები კაცოთქო_ვუთხარი.მაიცაო,მე რომ ახლა ლიტრიანი არ დავლიო არ შემიძლიაო.დაგელია იქიდანთქო,მაგრამ დამიბრიალა თავისი წითელი თვალები და არ მითქვია მეც არაფერი.გაიგო ეს  ნუკრამ და აწი არ გაგიჩერებ მე შენ ძამულიაო.მოვდივართ და შეგხვდა მეორე მაღაზია და ისეთი ვედრების თვალით შეხედა ახალაიამ რომ ვერ მოითმინა ნუკრას ალალმა გულმა და გაუჩერა მანქანა.წავიდა ახალაია და ორლიტრიანი ლუდი არ მოიტანა? ვიცინეთ მაგრამ რა ვიცინეთ,რას გაუგებ დაბნეული კაცია.დალია ეს და სტამბოლში წავიდეთ აწიო თქვა.წამოვედით და ჩამოვედით ეს გაჭუჭყიანებული და გატალახიანებული ხალხი თბილისში,რაღაც პოეზიის საღამოზე ეჩქარებოდა ნუკრას და ვერც ჩამოვუსწარით იმას. ეხ რა ცხვარი დავკარგეთო გავიქნიეთ მე და მინდიამ თავები,ერთხელაც შევხედეთ ნუკრას მწყრალად და წამოვჩანჩალდით სახლებში.ახლა კი ვფიქობთ პანკისში წასვლას და ვნახოთ როგორ იქნება.
ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა კახეთიდან თბილისამდე.
ღმერთი გწყალობდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები