ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომთაძე
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2010


შეხვედრა

სვანეთი: ლამაზი, უდრეკი, ხნიერი.
მეგობრის სახლი. დაბა ჭველიერი.
ხატი, ტაძარი, სანთელი, გალობა,
ლოცვა მუხლჩახრილი და უფლის წყალობა.
ტრაპეზი, ლხინი, სიმღერა, მამაო.
გამჭოლი მზერა. მცდელობა ამაო.
მცდელობა საუბრის, გაცნობის მცდელობა,
ორიოდ სიტყვა და ისევ სერობა.
ყელი-ამბორთმძივის შესაბმელი,
თვალები-მზესავით მბრწყინავი,
ღაწვი სიხარულით აცეცხლილი,
მკერდი მაცდურად მზირალი.
მორცხვად დაშვებული, ყორნისფერი,
კოჭებს დაყრდნობილი წამწამები.
ბაგე-ჟოლოსფერი, გაბუტული,
სიმღერით დაღლილი, ნაწვალები.
წვიმა. ისევ ის მბრწყინავი თვალები.
შეხვედრის იმედით აღსავსე წამები.
თბილისი. ლოდინი, ფიქრი, ყოყმანი
და გრძნობა მიწიერ სამოთხის მომტანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები