ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2010


ფუჭი აზრები

ფუჭი აზრები გონებას ურტყამს
ხანდახან აზრები არ არის სუფთა,
ხანდახან შენში სიავე სუნთქავს
და იმას ამბობ რაც არ უნდა თქვა.
ჯიუტად გრძელდება ფუჭ აზრთა სვლა,
კვლავ ორტა ბრძოლა, კვლავ ორი ცვლა,
კარგი და ცუდი, ბილწი და წმინდა,
არ გინდა , გინდა, გინდა არ გინდა,
მავნე ფიქრს მაინც ვერ იგდებ თავიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები