ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: betankuriani romani
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 მაისი, 2010


...

წვიმს, მოსაღმოვდა და ლამპიონები ჩაირთო, მთელი დღე არ გადაუღია, შეუჩერებლად, ასე გადაუღებლად წვიმს, გამოვედი ოფისიდან და ქუჩას ჩავუყევი, კი მითხრეს სად მიდიხარ ასეთ დელგმა თავსხმაშიო,მოიცადე გადაიღოსო, როგორც იციან ამ დროს, მაგრამ ერთი რაღაც შევამჩნიე ჩემ თავს, სულ მთელი ცხოვრება წვიმის დროს ვცდილობდი არ დავსველებულიყავი, ეხლა კი ასე გადავწყვიტე, მაწვიმს, 2 წუთია გამოვედი და უკვე დავსველდი, გალუმპული ვარ და სახეზე წურწურით ჩამომდის წვეთები, ტაქსი გავაჩერე, ვიცი მარტო მინდა ვიყო, სულ მარტო და არც ის მინდა მძღოლმა რამე მითხრას ან რამეზე დამელაპარაკოს, სხვა დროს სულ მე ვცდილობ ხოლმე ამას. ვუთხარი საითაც... ერთი ის მითხრა მაგნიტოფონი ხომ არ შეგაწუხებსო. არა-მეთქი ისე ვუთხარი არც გამიაზრებია იმ წუთას რას მეუბნებოდა,
რაღაც სხვანაირად წვიმდა იმ დღეს, ნაცრისფერი იყო ქალაქი, ალბათ ნამდვილი სახე გამოაჩინა?! არ ვიცი... გაიგიჟა თავი... მსხვილი წვეთები წამოვიდა ციდან და რაღაც სასწაული სიძლიერით ეხეთქებოდა ყველაფერს... მუსიკა მსიამოვნებდა... რაღაც ისე მომეჩვენა, თითოქოს ისიც წვიმის დროს შექმნა მისმა ავტორმა, ამიტომ რიტმულად ეწყობოდა ბუნების ამ მოვლენას... ყველაფერი კარგი გამახსენდა რაც კი თავს გადამხდენია, რატომ არ ვიცი, მსიამოვნებდა ასე ყოფნა, და ვიქნებოდი კიდევაც დაუსრულებლად ალბათ ბევრი რომ მქონოდა, ის რა ჰქვია იმას? ხო, აი ის, ხელის ჭუჭყს რო ეძახიან და სულში რომ ისვამენ? კინაღამ დამავიწყდა- ფ უ ლ ი. ხო ფული... კარგი რამეები გამახსენდა მეთქი. რა კარგია თუ ადამიანმა ამ ცხოვრებისგან სიხარული მიიღე და თუ გაეცი კიდევაც ეს უკანასკნელი. ეჰ, რა კარგია ამ დროს ცხოვრება... როცა მიიღე და ახლა შენი ჯერია და უნდა გასცე და საერთოდ რა კარგია როცა შეგიძლია რომ ადამიანები გაახარო. არაფერი არ არის ამაზე მნიშვნელოვანი . სხვის სიხარულს როცა ეს შენი დამსახურებაა, რა სჯობია... უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა ეს. უნდა გავიგოთ ყველამ... ძნელია მაგრამ მე რომ მკითხოთ მათემატიკაც არ არის ადვილი მაგრამ ჩემს მაქსიმუმს ყოველთვის ვაკეთებდი... ხოდა ცდა ბედის მონახევრეაო ნათქვამია.
არ გადაიღო. არც მე მინდოდა სიმართლე რომ ვთქვა... ხეივანთან, იქვე ჩამოვედი 4 ლარიო, არაფერი მითქვამს. წამოვედი, ცაში ვიყურებოდი, იქით, ზევით, არაფერი არ ჩანდა თითქოს მაგარამ მე ვხედავდი, ვხედავდი რომ დედამიწაზე ერთი ვარ მე, და არ არსებობს ისეთი ვისაც შეუძლია იყოს მე, და არც იარსებებს ასეთი არასდროს, და რომ თუ უფრო მეტ ადამიანს მოვეფერები და ჩავიხუტებ გულში, უფრო ნაკლები შანსია იყოს ვინმე სხვა მე...
ასე... და მივდიოდი... მივდიოდი... ყველაფერი მეჩვენობოდა რაღაც ისეთად, განსაკუთრებულად, ლამაზად, რა კარგია ცხოვრება რა ბედნიერებაა. ასეა ასე. მინდა დავტკბე სანამ ამ სამყაროზე ჩემი სახით არასებობს მე, სანამ ეს მეც შეუდგა იმათ რიგს ვინც უკვე გაიხარა ცხოვრებით... არცერთი წამი სიხარულის გარეშე- ეს მეს დევიზია. არა განდიდების მანია არ მჭირს უბრალოდ მიხარია როცა საკუთარ თავს ზემოდან დავყურებ. ეხლაც ასე ვარ.და ვგრძნობ რომ ძლიერი ვარ. რომ მზად ვარ დავხვდე ყველაფერს ისე როგორც ჯერარს. არ მეშინია სიკვდილის ახლა ნამდვილად. არა! ეხლა ცხოვრების მჯერა. მჯერა ჩემთვის კარგი აქვს ყველაფერი გადანახული. ალბათ. მაძლევს შანსს... თითქოს ეხლა მივხვდიო ყველაფერს... მივხვდი ყველაფერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები