ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 მაისი, 2010


სიხარულმა დარჩენა გადაწყვიტა ...

ესეც მორიგი ნაფაზი და ფილტვები ნიკოტინის მცირე შემცველობით დაიტუმბა.
      თუმცა რა მიხარია, მოწევა კლავსო ამბობენ და არც ეს ოხერი თამბაქოს მწარმოებლები ერიდებიან ამის ხმამაღლა აფიშირებას .  ამ კოლოფზეც იმხელა ასოებით წაუწერიათ ,მინუს 10 ზომის სათვალის მფლობელიც თავისუფლად წაიკითხავს .  ამან მომკლას მხოლოდ და აღარ დავეძებ ...

      ქარია დღეს . რაღაცნაირად ზუზუნებს შორიდან და მეც მაფორიაქებს .
არადა დილას მზე იყო, ნათელი და გულღია ...
  შუაღამემ ისე შემომიღო კარები ვერც ვიგრძენი ...  ვზივარ და შორეულ ოცნებებს ვებრძვი . საყვარელი და მივიწყებული მუსიკის ჰანგებით ვავსებ ოთახს და ... სიხარული დგას გვერდითა კუთხეში. დგას და მიმზერს... დამაფიქრა...

გამჭოლი ხედვა აქვს,თითქოს ჩემი ყველა ფიქრი, ეხლა მის წინაშე გაშიშვლებულა და მორცხვი სიწითლე დაკრავთ ღაწვებზე . მე კი  თამამად ვუსწორებ თვალს _ მიყურე სიხარულო,  ნებას გრთავ დიდხანს მიმზირო ესე და თუ არსად არ გეჩქარება, ამაღამ ჩემთან დარჩი_ მომნატრებიხარ ...
თავს მიქნევს ,მაგრამ ვერ გავიგე ეთანხმება თუ უარყოფს ჩემ ამბიციურ შეთავაზებას ...

მე ლოდინის ლოგინს გავშლი აქვე კუთხეში და თუ დარჩენას გადაწყვეტ სიხარულო, აქ მოეწყვე, მოშინაურდი ...

დღეისთვის ბოლო და ყველაზე ღრმა ნაფაზს მორიდებით ვიზოგავ...
ფანჯრის მიღმა მეკარგება ჩემივე ორეული და ...

სიხარულმა დარჩენა გადაწყვიტა ...





Te…

2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები