ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2010


გაცივება

ის იჯდა, იჯდა ნირვანას პოზაში, ლურჯი მაისურითა და გახეხილი შარვლით, სულაც ვერ ამჩნევბდა ჩემს თვალებს, რომელიც მისმა ასეთმა მელანქოლიამ მიიპყრო. თითქოს მისი აზრი, ფიქრი, გონება. ჩემში იღვრებოდა, ის ფიქრობდა გარდაცვალებაზე, არა თავისსზე, ის არც უბედური გოგონა იყო ლურჯით. ხუჭუჭა წითურ თმებზე კი, საოცრად ამჩნევდა მის სიზმრებს ჩემი თვალები, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემსა და მას შორის საოცარი, საოცარი ის იყო, რომ მან არ იცოდა ჩემი ისტორია, მაგრამ მე ვიცოდი მისი, საიდან? მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, საოცრება ახსნას არ ექვემდებარება და უმნიშვნელოა.
  ხო, გოგო არ ფიქრობდა სიკვდილზე, რომელიც წუხელ სიზმარში ნახა, ის მის სიკვდილზე ფიქრობდა ვისითაც გაჯღენთილი იყო მისი სხეული, ის კი შორს იდგა და უყურებდა მას, უყურებდა, ეშინოდა მისვლის, ამ შიშს შეეპყრო ბიჭის სხეული, თან ფიქრობდა ის სატიკ დიაგნოზზე, რომელიც სასტიკმა ექიმებმა დაუდგინეს და ეშინოდა დროის ის ხომ გადიოდა, ამ წამებში წამების სასტიკი იყო, წამები წამებას ემსგავსებოდა.
  ეშინოდა ამ მელანქოლიური ხუჭუჭა გოგოს დატოვების და ცდილობდა დაეჯერებინა რეინკარნაციის, მაგრამ რომ არ ჯეროდა. ამის დედაც! რატომ არ ჯეროდა, მე მინდოდა დაეჯერებინა რომ ყველაფერი შედარებით მარტივი ყოფილიყო. ხო, კიდევ მინდოდა, ეს ბიჭი გოგოსთან მისულიყო....
  აი, დაიძრა, ნელი ნაბიჯით გოგოს უკნიდან მიუახლოვდა და იგრძნო სიცივე გოგოსგან, გოგოს თურმე ციოდა, ბიჭი კი მიხვდა, რომ ორ თვეში ისიც გაცივდებოდა...........



                                                                                                                                                            AMELIE

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები