ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2010


ხევსურულ ხმაზე(სიყვარულისგან გულდაწყვეტილ ძმადნაფიცთან სათქმელი)

ხვთის მადლმა, მახსოვს ძმაკაცი,
ძმობა რომ მითხრა ერთხელა,
მამენატრება ქალშავა,
გულ რომ დამწყვიტა ბევრჯელა.
ძმისავ, ეგრეა ცხოვრება,
გულებს დაგვწყვიტავს ხშირადა,
რაისად ვტირით ვოჟები,
ცრემლ რათ გვადგება თვალზედა.
ქალია, სხვისადა წავა,
გინდ იყოს შენი დუშმანი.
გულს ნუ დაიწყვეტ ძმაკაცო,
გამასჩნდებიან ათასნი.
ვალია... ეგრე... ვაჟკაცო,
ერთურთს დავუდგეთ გვერდჩია,
ბრძოლა იქნების?ხმალ თან გვაქვს,
რომ გავიკაფოთ გზებია.
ძმადნაფიც ბევრჯელ იტირებს,
სიყვარულს ძმაკაცისასა,
ქალ იყო,გული დასწყვიტა,
სხვა გზით წავიდა სხვისასა.
ხოდა ვიტირე ძმაკაცო,
მე შენი სიყვარულია,
ახლა ჯერ შენზე მომდგარა,
სიტყვა რომ მითხრა ძმურია.
აქა გყავაარ ძმისგულო,
კაცი გამოცდილ მთაშჩია,
მოდი ჩამავჯდეთ საფიხვნოს,
გული ვაგულოთ მკერდშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები