ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქრისტიანნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მაისი, 2010


აღდგომის წინა დღე იდგა.

მოულოდნელად სეირნობა მომინდა. უკვე საღამო იყო..
თითქოს და სპეციალურად არც ერთი ჩემი დაქალი ქალაქში არ აღმოჩნდა – ზოგი სოფელში იყო წასულ, ზოგი კი ღმერთმა იცის სად იყო! ასე რომ არავინ არ იყო ისეთი, ვინც სასეირნოდ გამომყვებოდა.
აღდგომის წინა დღე იდგა.
გარეთ გავედი, ნელ-ნელა ბნელდებოდა, მაგრამ მე მაინც გავაგრძელე გზა.
წარმოვიდგინე თოთქოს შენ ჩემს გვერდით ხარ, თითქოს ჩვენ ერთად ვართ და ვსეირნობთ...
შენ ლამაზ და თბილ სიტყვებს ჩამჩურჩულებ, მე კი ნაზად გიღიმი, რადგან ამ წამს ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობს მსოფლიოში.
ქუჩაში არავინ შემხვედრია... ნეტავი რატომ? არც ისე გვიანი იყო.
გავიფიქრე – მარტო ხომ არ დავრჩი ამ სამყაროში?! მარტოდ-მარტო?!
წარმოვიდგინე სამყარო, სადაც ჩემს გარდა არავინაა და მოვიწყინე...
გამახსენდი და თვალზე ცრემლი მომადგა... რამდენი ხანია არ მინახიხარ, ძალიან მომენატრე... მიყვარხარ!
ყოველ საღამოს, ძილის წინ შენზე ვფიქრობ, შენზე ვოცნებობ... წარმოვიდგენ მომავალს , სადაც მე და შენ ბედნიერად ვცხოვრობთ და გვიყვარს ერთმანეთი!
ოცნებებში მაინც მაქვს საშუალება –შეგეხო, გაკოცო, გითხრა თუ როგორ მიყვარხარ!
ჩემს ოცნებებში შენ ის ერთადერთი ხარ, ვისაც მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი!
შენზე ფიქრებში მეძინება. სიზმარში ხანდახან მეცხადები ხოლმე, თუმცა მალევე უჩინარდები და მე ისევ მოწყენილი ვარ...
სეირნობას ვაგრძელებდი. პარკს მივუახლოვდი, სადაც შეყვარებული წყვილი იჯდა და ჭუკჭუკებდა. ცოტა ხანს ვიდექი და თვალს ვადევნებდი მათ სიყვარულს, შემდეგ კი სწრაფად მოვცილდი პარკს, რადგან გულმა ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს! ჩემი გული ყოველ წამს, ყოველ წუთს შენთავს მთხოვს, მე კი არ შემიძლია ამ სურვილის ასრულება.
მიყვარხარ!
არ ვიცი, იქნებ ოდესმე შენც მითხრა ეს ულამაზესი სიტყვა, რომელზეც მე ასე ვოცნებობ...
ახლა კი ერთი ვიცი ზუსტად – მარტო ვარ და გელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს