ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლედი ჰეროინ
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2010


მე სიკვდილს ვთამაშობ! (ციკლიდან "წითელი კაბარე")

სიწითლემ შეღება ასფალტი გზადაგზა,
გავდივარ მანძილებს ზეციდან მიწამდე.
თვალები ტკივილებს რომ ვეღარ მალავდა
აივსო სხეული სიკვდილით პირთამდე..

და მე კი სიცოცხლით ისევე ვთამაშობ,
რომ თითქოს სიკვდილი მინთია თვალებში.
სხეულით ვეკრობი ავბედით ეშაფოტს
და ვგრძნობ რომ მახეში ბოლომდე გავები.

მიმზერენ ზიზღიან, ალესილ მზერებით,
და თუკი არსებობს ამ ქვეყნად საშველი.
ცხოვრებას, ვით ურემს, ხარივით შევები
და ზურგზე მაწვება გახრწნილი ნაღველი.

ყელზე მაქვს მარწუხად უხეში ბაწარი,
მეუფე ზეცაში ძალიან განრისხდა..
სატანა ამ თოკსაც ულმობლად გადაღრღნის,
რომ ისევ დამბადოს ამ ქვეყნად თავიდან.

და თქვენ ხომ არ იცით, მოვედი რისთვის კი,
კაბარეს დახლებთან მზერებით მოვაჭრე..
მე ქვეყნად ტკბილ-მწარე ცოდვები მივირთვი,
და სულსაც სულყველა ნიღაბი მოვარგე.

წითელი კაბარე ირეკლავს სხეულებს..
რომელზეც ოდესღაც დავტოვე ნიშანი.
და რისთვის განრისხდით, ზეცათა მეუფევ?
მე ხომ არასოდეს ვყოფილვარ წმინდანი.

ხოდა კვლავ ყელზე მაქვს მარწუხად სიკვდილი,
უჩემო სიცოცხლე მე დიდ ხანს ვატარე.
უბიწოდ გარყვნილი მაცდურად ვიღიმი,
შეხვედრის ადგილი - წითელი კაბარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები