ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ქარი სევდას მიაგორებს მრავალს

კოწახურის რტოებს კენკავს ქარი, -
ქარი სევდას მიაგორებს მრავალს,
შუა გზაზე შეჩერდება ქნარი,
ვერ დავუწყებ ვერც ჩხუბს და ვერც დავას.

ციდან სევდით ჩამორეკავს ზარი,
გადახაზავს ჩემთვის ალბათ მთავარს ...
კოწახურის რტოებს კენკავს ქარი, -
ქარი სევდას მიაგორებს მრავალს,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები