ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2010


სისხლით იწერება სტრიქონი

სისხლით იწერება სტრიქონი,
სევდით იწალდება ბწკარები,
ისევ ყველაფერი ლიტონი
უქმად დახარჯული წამები.
ისევ უსაფუძვლო თახთახი,
ისევ სავარძლები, სკამები,
ირგვლივ ყველაფერი პარტახი
და გზა - გასავლელი წამებით.
ისევ ისეთები - ძველები,
სხვისის მთქმელნი, თვისის მჩქმალავნი,
ისევ დაშვებული ხელები,
ისევ სიბილწე და წკვარამი.
ისევ სევდიანი წამები,
ისევ ყველაფერი ლიტონი...
სევდით იწალდება ბწკარები,
სისხლით იწერება სტრიქონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები