ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


სიყვარული იწყება!

ამ დილითაც გეუბნები მიყვარხარ!
ამ დილითაც გამახარა მზის სხივმა.
თბილი მზერით გეფერები, მაგრამ შენ
ჯერ ვერ ხვდები რას ვინახავ მის მიღმა.
რომ მიყვარხარ მინდა გითხრა ამ დილით,
გარეთ ისევ კარგი არის ამინდი.
სიხარულის სხივი კვლავ მეფინება,
სიყვარულმა ჩემთან ყოფნა ინება.
კვლავ ათასფერ სურვილებით ინთება
მხოლოდ შენსკენ მომზირალი თვალაბი
და ჯიუტად შენსკენ მომაქანებენ
უხილავი, იდუმალი ძალები.
კვლავაც გეტყვი ყოველ დილით მიყვარხარ!
დღეს თუ არა ჩემთან მოხვალ ვიცი ხვალ.
ყოველ დილით თვალები აინთება,
ყურადღებით, სიყვარული  იწყება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები