ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო-მესამე
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2010


პარადოქსი.

ლამპიონები მზეს ბაძავენ ერთობ უნიჭოდ
და გაკრეჭილი. მცირე კორდი მინდვრობას ლამობს.
დიდ დროებად, რომ თავი მოაქვს, არის ფუჭი დრო.
ირგვლივ ღორები თამაშობენ უშიშარ მამონტს.

ჭიშკრის ძაღლები იჩემებენ მგლის სითამამეს.
კაცობრიობა ისევ ცდილობს შენებას გოდლის.
მუნჯი ფიქრობს, თამადაზე უკეთ ითამადებს.
და იღბლიანსაც წასაგები კარტები მოსდის...

ზღვაში მენავე გემს ექიშპება უკიდეგანოს.
საიქიოში მსაჯულია ადამიანი.
ცრემლი ადგება ბებერ თვალზე მოხუც დეკანოზს.
ავდარს ამბობენ როცა არის დილა მზიანი

შეღავათები აქ ვრცელდება უშეღავათოდ
და პოეტობა გახდა კაცურ სიძვის ტოლფასი,
სადღაც დედ-მამა, თავის შვილებს ურცხვად ღალატობს
და სისხლიაო ღვინის ნაცვლად თურმე ტოლჩაში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები