ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო-მესამე
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2010


კიდევ ცოლს...

აი, მხოლოდ პირველია ღამე და
ალბათ ბევრი სისულელეც მოვროშე.
თუმცა კიდევ დარწმუნებით გავბედავ.
ვიყო შენი დაკარგული მედროშე

აი, მხოლოდ საათია რაც გიცნობ
და წუთია რაც კარტები გავხსეენით
და ვერაფრით და ვერასგზით მე ვერ ვგრძნობ.
თუ. როგორი ვიქნებოდით ბავშვები

აი, უკვე საუკუნეს ვითვლით, ხო,
მე შევყევი ალბათ ქრონოლოგიას.
მაგრამ რჩევა მითხარ აბა ვის ვკითხო
ეს ცხოვრება როცა მონოლოგია

აი, მხოლოდ პირველია ღამე და.
ცა იგუებს შენი თმების ალიონს
მე გადავწვავ ქვეყნად ყველა კალენდარს
მისთვის დრო, რომ  ქვეყანაზე ავრიო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები