ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭუჭული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივნისი, 2010


მარაზმი..!

...მეთქი რაღაცას დავწერ... დავწერე  და აბღავლდა კალმის წვეტიანი თავი... ფუ.. მარაზმია...
მეთქი ვიცეკვებ... ავცეკვდი და რევმატიზმებიც გაცოცხლდნენ... ფუ... მარაზმია...
მეთქვი ვიმღერებ ... ავმღერდი და იოგები საკუთარ სხეულში დამეკარგა... ფუ.. მარაზმია...

მარაზმი...

და მაინც რა არის  მარაზმი?
მარაზმია ეს ფერები – წითლად, ყვითლად, მწვანედ, ლურჯად, ცისფრად და შავად რომ მეჟღანებიან, მერე თვალებში მეჯღაპნებიან, ლამისაა ეგ მაინც მესიამოვნოს რომ უცებ დალტონიკი ვხდები...ფუუუ... მარაზმია...
მარაზმია, ქუჩაში გასულს  100, 1000, 2000 სირისტიანი ახალგაზრდა რომ თვალებში გიყურებს და  ზოგი გაბამს, ზოგი ძალით მხარს გაგკრავს, ზოგს კიდევ შურს, რომ CONVERSE–ს ორიგინალები გაცვია...
მარაზმია, მარშუტში მჯდომს, შექსპირის „მთვარის სონატა“ როცა მოგესმება, ცოტას კიდევ რომ მოუსმენე, მერე  ძველ NOKIA–ს ამოიღებ, „ალოო“ – იტყვი  და ისევ ის სირისტიანები, ის  ოცდათორმეტ, ოცდახუთ, თორმეტ და ორ – კბილიანები, ორივე ტუჩს მაქსიმალურად რომ დააშორებენ ერთმანეთს , გამოფენენ მათ გაყვითლებულ კბილებს და ხახიდან ძროხული ბღავილისმაგვარ ხარხარს რომ ამოუშვებენ... 

მარაზმია, როცა ეზოში გასულს 10 სირისტიანი 1 სირისტიან პაპიროსს გთავაზობს, იუარებ და დედიკოს ბიჭი ხდები, არ გინდა ეგ მოწევა, მაგრამ... დაიწყებ შენც... მერე კიდევ გამოხვალ ეზოში, ახლა უკვე  10 სირისტიანი 1 სირისტიან ღერს გთხოვს, შენ კი “PIRVELI”–ს ამოიღებ და ისევ ძროხული სიცილი... კენტი ან პარლამენტი უნდა გედოს „კაი როჟა“ რომ იყო....კიდევ კარგი იმ სირისტიანებს შარვლის  ჯიბეები რომ ულანდავთ ,თორემ იქ რამდენი ღერი  ასტრა და გაზეთის ფურცელში გახვეული თუთუნი დევს ღმერთმაღა იცის...

მარაზმია, როცა თეატრში წასვლისას გინდა საღამოს კაბა ჩაიცვა, ან სმოკინგი მოირგო, მაგრამ არჩევანს ისევ დახეულ ჯინსებზე აჩერებ და იმაზე ფიქრობ, აჭიმები როგორ მოარგო და ამას სანამ გადაწყვეტ, ჯერ “CONVERSE“–ს ორიგინალებს იცვამ, ან თუ ორიგინალი არაა მაინც ვინ მიხვდება რო მოიტყუო , დღეს ხომ „კაი გოგო“ ან „კაი ბიჭი“ ხარ თუ ფეხზე ორიგინალები გაცვია ...  და ასეთ ფორმაში თაეტრში, მხოლოდ იმიტომ მიდიხარ, რომ  ყველას ვინც იქ მიდის ისე აცვია ,  როგორც უნდა და არა ისე როგორც წესია, როგორც ეთიკის წიგნში წამიკითხავს... აქ კი, ვინც  წესებს და ეთიკას ემორჩილება ის ხომ უბრალოდ და მარტივად „პიჟონია“... 

მარაზმია ...
და მაინც რა არის მარაზმი?
ღირს კიდევ გაგრძლება? განა ეგ ყველაფერი, განა ეგ ნაწერიც მარაზმი არაა? განა ეგ მზე, ეგ ცა, ეგ მიწა, ეგ ... და ყველაფერი, რაზეც „ეგ“ შეიძლება თქვა არაა მარაზმი?..
ყველგან ფუ.. ყველა ფუ..ყველაფერი ფუ..
                                    და ყველაზე დიდი „ფუ“ – ეს  უ ს ა ს რ უ ლ ო ბ ა!
                                                                                              ...მარაზმია...!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები