ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2010


გამოტყდი

გამოტყდი, რომ ფიქრობ ჩემზე,
ოცნებით ხომ მაინც მეძებ.
მე კი მეცინება უცნაურ ბედზე,
ჯერ იყო ერთმანეთს ვცდებოდით მუდამ,
მერე გადიკვეთა ჩვენი გზები,
მაგრამ რად გინდა, მრუდად.
არ მიიჩნევდი როცა ცას ქუდად
მაშინ ცდებოდი და ვერ ხვდებოდი,
რომ დიდ სიყვარულს ეგ სიამაყე სულაც არ უნდა.
გრძნობა დაბრუნდა, ხომ მართალი ვარ?
გამოტყდი ერთი რა უნდა,
სულ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმას.
მაგრამ არ გინდა,
თავად ბედი ფეხზე წამოდგა.
თავად შეგვყარა,
როცა უწინ ჩვენს გაყრას ლამობდა.
მაგრამ რად გინდა,
სიყვარული უკვე დაობლდა.
არა, გამოტყდი, ხომ ამაზე შენაც დარდობ და
შენი ფიქრის გორგალიც გაგორდა. . .



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები