ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2010


...

ღვინის აღმართზე ჩამოვედი, შევხედე მეტეხს,
ხუთ წუთში გავალ მეიდანში და დროც მიყელებს...

აბანოთუბანს გავუღიმებ, ვემთხვევი სიონს,
სანაპიროზე მტკვრის მღვრიე წყალში თმას გავისწორებ,
იქვე ბეთლემსაც მოვეფერები ზემოს და ქვემოს,
ზემელს მოვივლი, თბილისის ანძას თავს გავუტოლებ.

თავს გამახსენებს ანჩისხატი, მამადავითი,
გორგასლიანის ტფილი წყარო პირს დამბანს უხვად,
სამების ტაძარს ვერ ვაკადრებ მზერას ცოდვიანს,
ორთაჭალაში ლამაზმანი გამიღიმებს ლაღად და ურცხვად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები