1
– იცი, ამბობენ, ადამიანები დაბადებიდან ბედისწერას ატარებენ თვალებითო. ამიტომაც თვალებით სიყვარული მთელი ცხოვრება გასტანს ხოლმეო. მას გაუკვირდა ჩემი განაცხადი. წუთით ჩაფიქრდა კიდეც, ნიკაპთან მიიტანა ორი თითი. ღრმა ნაფაზი დაარტყა და საქმიანად მკითხა. – გინდა თქვა, რომ ვიზუალური სიყვარულია ყველაფერი? თავი გავაქნიე. თმა შევისწორე ფრთხილად და თვალებში ჩავაცქერდი. – თვალების მიღმა სულია, ბედისწერით სიყვარულია ნამდვილი. გულიანად გაეცინა. სკამიდან წამოდგა და ბოლთის ცემას მოყვა. თან ნერვულად ეწეოდა სიგარეტს. მის თითოეულ მიმოხვრას ვაკვირდებოდი. – თუკი სიყვარული სულის გრძნობაა, მაშინ სიკვდილის შემდეგ როგორღა უყვართ? გამომხედა სევდიანი მზერით. – ქმარს მივატოვებ, ოღონდ შენ გამო არა. წელში გავსწროდი. – შენი თვალებისთვის, რომელთაც ბედისწერად გადაქცევიათ ჩემი სიყვარული.
2
რა უნდა მეთქვა? ვერაფერს ვეტყოდი იმის გარდა, რომ დრო ყველაზე დიდი რუტინაა და ის თავზე უვლის ყველა გრძნობას. ასეც რომ არ იყოს, ადამიანებს მოგვბეზრდებოდა ხოლმე ის, რაც ყოველდღე გვაქვს. სიყვარული დღესასწაულებზე მხოლოდ! – მინდოდა გამეკრა საძინებელში. ვიცი, მეორე დღეს ჩამოხეული დამხვდებოდა ეს ლოზუნგი, მაგრამ სულ მცირე ერთი კაცი გაიფიქრებდა, რომ სახლში ყველაზე გიჟი ცოლი ჰყავს. დღე კარგა ხნის გადაწვერილი იყო დასავლეთით, რომ მივხვდი, გუშინდელი დღის იდენტურს ვაღამებდი. ისე დავითრგუნე ამაზე ფიქრით, რომ მთელი სახლი დავიარე და ყველა ყვავილი გადავყარე. რას ვერჩოდი? ვერ ვიტან ყვავილებს. ფსიქოლოგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ისინი დროებითს და ძალიან ლამაზს მაგონებენ და მაშინ ჭკნებიან, როცა მე ჯერ კიდევ მინდა მათით ტკბობა.. არ მომწონს, როცა სადავეები არ მაქვს ხელში.. მე შემიძლია დავთმო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ნებით. არასოდეს ვითამაშებ თამაშს, სადაც სულ მცირე, წესების მეოთხედი მაინც არ არის ჩემი. საიდან სად გადავედი.. მაინც უნდა გავაკრა ის ლოზუნგი საძინებელში. შემდეგ ჩემი ყველაზე უდარდელი ქმარი, ცხოვრებაში პირველად იფეთქებს და გამომიცხადებს, რომ თუ გიყვარს მაშინ ყველა დღე დღესასწაულია. ის კი არ იცის, რომ მე დღესასწაულებზეც კი არ მიყვარს იგი. დაკვირვებული ვარ, ეს სუფთა მამაკაცური ლოგიკაა. არაერთხელ მომისმენია, არაერთი სრულებით განსხვავებული ინდივიდისგან. რა საშინელებაა გიყვარდეს ყოველდღე და თანაც ყოველი დღე დღესასწაული იყოს? მაშინ ხომ ყველაფერი გაუფერულდებოდა..
1
– რას იზამ ერთხელაც რომ გიღალატო? გამომხედა ალმაცერად. არ შემიცხადებია. იმას, რასაც ადამიანი ხშირად იმეორებს, არასოდეს გააკეთებს. – თუ ჩემზე კარგთან მიღალატებ, გამაცანი აუცილებლად, მაინტერესებს. ხოლო თუ ჩემზე ნაკლებთან წახვალ, მაშინ ჩავთვლი რომ იდიოტი ხარ. სიგარეტის ბოლი ხარბად შევისუნთქე და დავაყოლე. – მე კი იდიოტთან წუთითაც არ გავჩერდები. მტკიცედ განვაცხადე და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მშვიდად მივასრისე საფერფლეს. – ქმარს მართლა მიატოვებ? გამომცდელად მიყურებდა. მის ბავშვურ შეკითხვაზე გამეღიმა, თუმცა შევეცადე მაქსიმალურად სერიოზული სახე მიმეღო. – მე არ ვკარგავ ადამიანებს, ისინი მკარგავენ მე.
2
ჩემი ქმარი ეს ცალკე განზომილებაა. ის იმაზე მეტად ბანალურია, ვიდრე სახლის წინ დამჭკნარი ყვავილები, რომელთაც ასე ვერ ვიტან.. ეს ჩემი ერთგვარი თამაში იყო. მეცხოვრა კაცთან, რომლის მიმართ არაფერი გამაჩნდა. (ის, რაც არ გაქვს, ვერასოდეს იქნება დაკარგული). მისი სამსახური ისეთივე უღიმღამოა, როგორც ჩემი ქმრის ღიმილი. თუმცა განსხვავება იმაშია, რომ სამსახური ქრონიკულია, ღიმილი კი მორეციდივე ფორმის მხოლოდ. ყველაზე ეფექტური გზა, რომ შეიმსუბუქო ტკივილი საკუთარი თავის დაცინვაა. მე ბევრს ვიცინი, საათობით ვხარხარებ ხოლმე ოთახში მარტო.. ჩემ ქმარს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვგონივარ, რადგან მისთვის სიცილი ისეთივე დღესასწაულია, როგორც სიყვარული. მას იმდენად სერიოზული ფიზიონომია აქვს, რომ რაღაცით ბულდოგს მახსენებს, არადა ბავშვობიდან ვერ ვიტან ძაღლებს.. მასთან სექსი კი ყველაზე მოსაწყენი რამ არის. ასეთ დროს ვცდილობ ნაკლები ვიფიქრო, მაგრამ მაინც ჩემდა უნებურად, დროს ვითვლი.. ჩემი ქმარი ბულდოგია, რომელსაც ყოველდღე მოაქვს სახლში ყვავილები მექანიკურად, თუმცა კი იცის რომ მე მათ ვერ ვიტან. სიყვარული დღესასწაულებზე მხოლოდ! – ლოზუნგის გაკვრა არ დამავიწყდეს მთავარია.
1
არსებობს მამაკაცთა ისეთი კატეგორია, რომელთან ისეთ გონებრივ ორგაზმს მიიღებ, რომ დიდ ხანს გაგყვება. ბოლო–ბოლო ყველაფერი ტვინიდან მოდის, რაღა ვნება იქნება გამონაკლისი? – ნუთუ არ მოგენატრე? იჭვნეული ხმა ჰქონდა. გამეღიმა, მეტი დამაჯერებლობისთვის თმა გვერდზე გადავიწიე და თვალებში ჩავაცქერდი. – რომ გამხსენებოდი შესაძლოა მომნატრებოდი კიდეც, მაგრამ.. რა ვიცი, არ გამხსენებიხარ. მხრები ავიჩეჩე ინდიფერენტულად და ქურდულად გავხედე. თითქოს გული დასწყდა, მაგრამ ზედმეტად მშვიდად მიპასუხა. – შენ მიმატოვებ. ამას მხოლოდ ის მამაკაცები იმეორებენ ხშირად, ვისაც შენგან წასვლა წინასწარ აქვთ დაგეგმილი.
2
შევეცადე მშვიდად ამხესნა ქმრისთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა როცა მესამე ცდაც ჩაფლავდა. გადავწყვიტე უთქმელად ჩამელაგებინა ბარგი. როცა ის თავის ქრონიკულ სამსახურში წავიდა თავისი მორეციდივე ღიმილით, მე დიდი ჩანთა გადმოვიღე და ჩალაგება დავიწყე. ყოველთვის მიყვარდა ეფექტური წასვლები, ბანალურობას აქაც ვერ ვიტანდი. და ყველაფერი ჰგავდა ერთ დიდ დადგმას.. მთელი ცხოვრება მინდოდა სცენაზე მეცხოვრა, მსურდა ათას მაყურებელს ყოველი ჩემი მიმოხრისთვის ედევნებინა თვალი და როცა თავად მომესურვებოდა, ფარდა ჩამომეფარებინა მათ ცხვირწინ. ელვა შევკარი სწრაფად და გასვლისას კართან რაღაცამ შემაყოვნა. ლარნაკები სავსე იყო ყვავილებით.. შევცდი, გრძნობები უფრო მალე ჭკნება ვიდრე ყვავილები.
1
ჭიქა ჩაისთან ერთად ვსაუბრობდით არაფერზე. იმდენად ხელოვნური იყო მთელი ეს პროცესი, რომ თმა გავიშალე. არა, კი არ გავიშალე, არამედ გავიჩეჩე და სიგარეტს მოვუკიდე ამაყად, თმააბურძგნულმა. მან ჭიქას თითები შემოაჭდო და თბილად მომაცქერდა. – გახსოვს მაშინ რა მკითხე? მივაჩერდი. მან რა თქმა უნდა ვერ გაიხსენა რა ნათქვამზე მივუთითებდი. – თუ სიყვარული სულის გრძნობაა, სიკვდილის მერე როგორღა უყვართო, გახსოვს? ჯიუტად დავეკითხე ისევ. თავი დამიქნია და შეგრილებული ჩაი მოსვა. – კიბოს დიაგნოზი დამიდგინეს. ვაჯახე დაუფიქრებლად. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი მშვიდი. ფრთხილად მოვსვი ჩაი. ვიგრძენი როგორ ჩასწყდა რაღაც თვალებში. ეს მისი ბედისწერა იყო, რომელიც სიყვარულად ქცეოდა. ორივე ჩუმად ვისხედით კარგა ხანს. თითქოს დროს ვპარავდით წუთებს. სიჩუმე მე დავარღვიე. – ნურასოდეს მომიტან ყვავილებს, რადგან ისინი გამახსენებენ თუ როგორ მალე ჭკნებიან გრძნობები.
არ მახსოვს რა მოხდა მერე, იყო საუბარი.. არაერთი, აგონია, აპათია, შეშლილი მზერები.. ბედისწერაა, როცა სიკვდილის მერე სიყვარულის არ გჯერა და მოვლენათა გამო ცდილობ საპირისპიროში დაირწმუნო თავი. რა საშინელებაა სიყვარული ყოველდღე.. ასე ხომ უფრო მალე დაჭკნება ის. მე ვიცი, ის არასოდეს მომიტანს საფლავზე ჭკნობად ყვავილებს, რადგან.. მას უჭკნობი გრძნობები აქვს ჩემდამი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. არ მომწონს, როცა სადავეები არ მაქვს ხელში.. მე შემიძლია დავთმო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ნებით. არასოდეს ვითამაშებ თამაშს, სადაც სულ მცირე, წესების მეოთხედი მაინც არ არის ჩემი.
არ მომწონს, როცა სადავეები არ მაქვს ხელში.. მე შემიძლია დავთმო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ნებით. არასოდეს ვითამაშებ თამაშს, სადაც სულ მცირე, წესების მეოთხედი მაინც არ არის ჩემი.
13. რას იზამ ერთხელაც რომ გიღალატო? გამომხედა ალმაცერად. არ შემიცხადებია. იმას, რასაც ადამიანი ხშირად იმეორებს, არასოდეს გააკეთებს. – თუ ჩემზე კარგთან მიღალატებ, გამაცანი აუცილებლად, მაინტერესებს. ხოლო თუ ჩემზე ნაკლებთან წახვალ, მაშინ ჩავთვლი რომ იდიოტი ხარ. სიგარეტის ბოლი ხარბად შევისუნთქე და დავაყოლე. – მე კი იდიოტთან წუთითაც არ გავჩერდები. მტკიცედ განვაცხადე და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მშვიდად მივასრისე საფერფლეს. – ქმარს მართლა მიატოვებ? გამომცდელად მიყურებდა. მის ბავშვურ შეკითხვაზე გამეღიმა, თუმცა შევეცადე მაქსიმალურად სერიოზული სახე მიმეღო. – მე არ ვკარგავ ადამიანებს, ისინი მკარგავენ მე.
ჰჰჰეიიი....ჰეიიიიიიიი....
5 და ღიმილით გავდივარ...ყოჩაღ რას იზამ ერთხელაც რომ გიღალატო? გამომხედა ალმაცერად. არ შემიცხადებია. იმას, რასაც ადამიანი ხშირად იმეორებს, არასოდეს გააკეთებს. – თუ ჩემზე კარგთან მიღალატებ, გამაცანი აუცილებლად, მაინტერესებს. ხოლო თუ ჩემზე ნაკლებთან წახვალ, მაშინ ჩავთვლი რომ იდიოტი ხარ. სიგარეტის ბოლი ხარბად შევისუნთქე და დავაყოლე. – მე კი იდიოტთან წუთითაც არ გავჩერდები. მტკიცედ განვაცხადე და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მშვიდად მივასრისე საფერფლეს. – ქმარს მართლა მიატოვებ? გამომცდელად მიყურებდა. მის ბავშვურ შეკითხვაზე გამეღიმა, თუმცა შევეცადე მაქსიმალურად სერიოზული სახე მიმეღო. – მე არ ვკარგავ ადამიანებს, ისინი მკარგავენ მე.
ჰჰჰეიიი....ჰეიიიიიიიი....
5 და ღიმილით გავდივარ...ყოჩაღ
12. ვეთანხმები ლალის!!! ძალიან მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! ვეთანხმები ლალის!!! ძალიან მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
11. უჰ.რა კარგი. საოცარი ფსიქოლიგიური ნიუანსებით.
უჰ.რა კარგი. საოცარი ფსიქოლიგიური ნიუანსებით.
10. არ მომწონს, როცა სადავეები არ მაქვს ხელში.. მე შემიძლია დავთმო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ნებით. არასოდეს ვითამაშებ თამაშს, სადაც სულ მცირე, წესების მეოთხედი მაინც არ არის ჩემი...
ძლიერი ქალი... არ მომწონს, როცა სადავეები არ მაქვს ხელში.. მე შემიძლია დავთმო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ნებით. არასოდეს ვითამაშებ თამაშს, სადაც სულ მცირე, წესების მეოთხედი მაინც არ არის ჩემი...
ძლიერი ქალი...
9. ჰაჰ, მშვენიერია :)
გემოვნება კარგი გვაქვს, ლილიტ ;) ჰაჰ, მშვენიერია :)
გემოვნება კარგი გვაქვს, ლილიტ ;)
8. იქ ვარ უკვე ...მეცხრე პალატაში ნეტა იცოდე მალე ვინ უნდა მოცუნცულდეს....ჩვენი ციყვუნია...და ახალი ამბაბი მაქვსოოო....ნეტა იცოდე ახლა ვისთან ერთადააა.... :)):)) ვიზეც ვეუბნებოდით იმასთან..:)) იქ ვარ უკვე ...მეცხრე პალატაში ნეტა იცოდე მალე ვინ უნდა მოცუნცულდეს....ჩვენი ციყვუნია...და ახალი ამბაბი მაქვსოოო....ნეტა იცოდე ახლა ვისთან ერთადააა.... :)):)) ვიზეც ვეუბნებოდით იმასთან..:))
7. ლილიტ, მეცხრე პალატაში გელი ;)
მისის სმიტ, რაღაცის დამთავრება, მეორე რაღაცის დასაწყისია ზოგჯერ :) ლილიტ, მეცხრე პალატაში გელი ;)
მისის სმიტ, რაღაცის დამთავრება, მეორე რაღაცის დასაწყისია ზოგჯერ :)
6. გააჩნია ანგუს რა იდეა აქვს :)
გააჩნია ანგუს რა იდეა აქვს :)
5. შენებს რომ ვკითხულობ, გული მწყდება ხოლმე ასე მალე რომ მთავრდება :) :-* შენებს რომ ვკითხულობ, გული მწყდება ხოლმე ასე მალე რომ მთავრდება :) :-*
4. ლედი,ამ საღამოს რას აკეთებ? :D
2 წარმატებებიიიი....
ლედი,ამ საღამოს რას აკეთებ? :D
2 წარმატებებიიიი....
3. – რას იზამ ერთხელაც რომ გიღალატო? გამომხედა ალმაცერად. არ შემიცხადებია. იმას, რასაც ადამიანი ხშირად იმეორებს, არასოდეს გააკეთებს. – თუ ჩემზე კარგთან მიღალატებ, გამაცანი აუცილებლად, მაინტერესებს. ხოლო თუ ჩემზე ნაკლებთან წახვალ, მაშინ ჩავთვლი რომ იდიოტი ხარ. სიგარეტის ბოლი ხარბად შევისუნთქე და დავაყოლე. – მე კი იდიოტთან წუთითაც არ გავჩერდები.
ეს
– შენ მიმატოვებ. ამას მხოლოდ ის მამაკაცები იმეორებენ ხშირად, ვისაც შენგან წასვლა წინასწარ აქვთ დაგეგმილი.
ეს
მთელი ცხოვრება მინდოდა სცენაზე მეცხოვრა, მსურდა ათას მაყურებელს ყოველი ჩემი მიმოხრისთვის ედევნებინა თვალი და როცა თავად მომესურვებოდა, ფარდა ჩამომეფარებინა მათ ცხვირწინ. ეს
სიყვარული დღესასწაულებზე მხოლოდ! – მინდოდა გამეკრა საძინებელში. ვიცი, მეორე დღეს ჩამოხეული დამხვდებოდა ეს ლოზუნგი, მაგრამ სულ მცირე ერთი კაცი გაიფიქრებდა, რომ სახლში ყველაზე გიჟი ცოლი ჰყავს.
ეს
– რას იზამ ერთხელაც რომ გიღალატო? გამომხედა ალმაცერად. არ შემიცხადებია. იმას, რასაც ადამიანი ხშირად იმეორებს, არასოდეს გააკეთებს. – თუ ჩემზე კარგთან მიღალატებ, გამაცანი აუცილებლად, მაინტერესებს. ხოლო თუ ჩემზე ნაკლებთან წახვალ, მაშინ ჩავთვლი რომ იდიოტი ხარ. სიგარეტის ბოლი ხარბად შევისუნთქე და დავაყოლე. – მე კი იდიოტთან წუთითაც არ გავჩერდები.
ეს
– შენ მიმატოვებ. ამას მხოლოდ ის მამაკაცები იმეორებენ ხშირად, ვისაც შენგან წასვლა წინასწარ აქვთ დაგეგმილი.
ეს
მთელი ცხოვრება მინდოდა სცენაზე მეცხოვრა, მსურდა ათას მაყურებელს ყოველი ჩემი მიმოხრისთვის ედევნებინა თვალი და როცა თავად მომესურვებოდა, ფარდა ჩამომეფარებინა მათ ცხვირწინ. ეს
სიყვარული დღესასწაულებზე მხოლოდ! – მინდოდა გამეკრა საძინებელში. ვიცი, მეორე დღეს ჩამოხეული დამხვდებოდა ეს ლოზუნგი, მაგრამ სულ მცირე ერთი კაცი გაიფიქრებდა, რომ სახლში ყველაზე გიჟი ცოლი ჰყავს.
ეს
2. გიჟი ხარ! მერამდენედ უნდა გითხრა გიჟი ხარ!!! :) გიჟი ხარ! მერამდენედ უნდა გითხრა გიჟი ხარ!!! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|