ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2010


ორი მე (ძველი და ახალი და პასუხი ლიკა ოხანაშვილის ფიქრებს)

ჯერ რა მიცხოვრია?
უკვე ხალხი ფიქრობს:
ეს რა ბოროტია,
ეს რა საძაგელი,
ყოველ წამში
სულს ვიმძიმებ,
ვატყობ ვხდები
უკვე ამაზრზენი,
გავიხლიჩე ორ ნაწილად
იმ ძველს ვტოვებ გამალებით,
რაც დავთესე ვიმკი იმას
სხვას რას ველი...

მაგრამ იცოდე რომ,
შენით დაწყებული,
ყველა დასაწყისი
უკვე მოვიტოვე,
შენით დაწყებული
ყველა ცოდვის საქმე,
უკვე დავამთავრე,
ვიწყებ ახალ ერას,
ჩემი სიმღრებით
ისე ავმღერდები,
როგორც უცოდველი
მწყემსის სალამური,
და ეს ლექსი გახდეს,
შენი დასასრულის,
ჩემი დასაწყისი,
სტარტი უცოდველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები