მე ხევსურეთის მოტრფიალე ვარ
ჩამოუვლია ღრუბელს ბარზედ და, წამოუღია მოკითხვა მთათა, ახლა ხევსურეთს ზაფხული თუა, ისმის ხმაური არღუნის თავთან.
ფეხით მოვივლი მთებს და ჭიუხებს, დავეწაფები წყაროს წყალს ხარბად, მე ხევსურეთის მოტრფიალე ვარ და ხევსურეთსაც ვუყვარვარ ალბათ...
სუნთქვით ავყვები სიოს მთებისას, ფიქრით ღრუბელი მიწას შევახე, რა იქნებოდა, მხარევ ოცნების, რომ თუნდაც ერთხელ მაინც მენახე.
დავკრეფდი ყვავილს ცვრიანს, რიჟრაჟზე, მწვანე მინდორს რომ არტყია კაბად, მე ხევსურეთის მოტრფიალე ვარ და ხევსურეთსაც ვუყვარვარ ალბათ...
18.06.2009
ხევსურეთს!
ღრუბელნი შენი ცისანი, ხედავ? ჩემამდე მოდიან, საოცნებო ხარ ყველაფრით, მინდვრიან-წყარო-ლოდიან.
სიზმარში მთაში დავდივარ, თვალს რომ გავახელ - შორია, ჩემი ოცნების მხარე ხარ, სულ შენთანა ვარ, მგონია.
ერთხელ იქნება, ამოვალ, მეც მეღირსება გიხილო, შენს ველზე ვკრიფო ყვავილი: დეკა, ია და ღიღილო.
არღუნის ნაპირს ჩამოვჯდე, ვისმინო მისი დინება, ვიცი, ახდება ოცნება, თუკი უფალმაც ინება.
მსურს ფეხით შემოვიარო, შატილო, შენი მიწა მე, ჩემი სიტყვები ისმინე, მისი სიმართლე იწამე.
როცა იქნება, ამოვალ, ძალიან მინდა გიხილო, მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი: დეკა, ია და ღიღილო...
22.09.2009
წამო...
ისევ გაწვიმდა, წამო, მთისკენ სველ გზას გავუყვეთ... ვიცი, შორია... ახლა მთის კალთებს თოვლი ადევს, მიწას რომ ათბობს... საოცარია, მოდი, დავტკბეთ, ამ სიცივეში, ტყეში ჩახლართულ წვრილ ბილიკებს რა ნაზად ათოვს... და გავეხვიოთ ცივ ბურუსში, მოხვეულს მთაზე, ნისლში, რომელიც ასე მიყვარს, მიყვარს და რატომ?.. ასე მგონია, საუკუნე თუნდაც ვიცოცხლო, ამ ლამაზ ადგილს, ვერასოდეს ვერაფრით დავთმობ... ისევ გაწვიმდა, წამო, მთისკენ სველ გზას გავუყვეთ... მომყევი...წამო...
15.09.2009
ანატორის აკლდამა
მაინც ახლოს ხარ სიკვდილთან, უნდა უცადო, რისთვის? შავებჩაცმული სენი დაღუპულთა ძვლებს ითვლის...
ჭირსაფარებულ ტანჯვის ეს მერამდენე მსხვერპლთა ამოძახილი შორით, (ვინ იცის, ისიც ვერც თქვა...)
ცოცხლად დამარხვა თავის, გადასარჩენად სხვათა, საფლავში ნებით ჩავლენ აღსარება კი სად თქვან?..
კლდიდან გადამხტარ ქალს და ნაყოფს ჯერ კიდევ მუცლის, სენით გადაღლილ სხეულთ ანატორია უცდის.
26.11.2009
შენი წერა ვარ, არღუნო!
შენი წერა ვარ არღუნო, წყლის ძალა სჯობსო, იარაღს, ვინაც კი შენში მოხვდება, მონად გაიხდი, მთლიანად...
რამდენს სიცოცხლე წაართვი, ადიდებულხარ ცრემლებით, ტირილით შენს ხმას ვერ ვფარავთ, ვეღარც შენს ძალას ვერევით...
მოდიხარ, ნეტავ საიდან? ანდა, მიდიხარ საითკენ, მალე შენს მსხვერპელთა სხეულებს, მაგ ცივ ტალღებზე გაიფენ...
იქნებ, მეც შენი წერა ვარ, იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები, ნუთუ არ გეყო, სიცოცხლე, შენში რომ შეწყდა, ამდენი?!
6.06.2010
ხევსურეთია ჩემი ოცნება
აქედან მთები შორია, თუმცა, ყველაფერს ჩემთვის ფერი აქვს მთების, ნანატრ ადგილებს თითქმის ყოველდღე, ოცნებებსა და სიზმრებში ვხვდები...
მე ხევსურეთზე ვწერდი ლექსებსაც, ალბათ მომხიბლა მასზე მითებმა, მთის სიცივისაც ვიცი მიზეზი, სწორედ ამიტომ მიყვარს, იქნება...
ის დამრჩენია, ახლა მე მხოლოდ, რომ მთაში ყოფნას ლექსით ვეცადო, ვინც არ განიცდის მთისგან სიშორეს, ის ვერ გამიგებს, ვიცი, ვერასდროს...
ამდენი წელი გავიდა თუმცა, მთა ოცნებაა ჯერ მხოლოდ ჩემი, ვიცი, აქედან შორია, მაგრამ - ყველაფერს ჩემთვის ფერი აქვს მთების...
16.05.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მიყვარს ხევსურეთი, გაიხარე ლიკა! მიყვარს ხევსურეთი, გაიხარე ლიკა!
11. ლექსები შესანიშნავია, მაგრამ დავიჯეროთ ეს ვითომ:
რა იქნებოდა, მხარევ ოცნების, რომ თუნდაც ერთხელ მაინც მენახე.
ლექსები შესანიშნავია, მაგრამ დავიჯეროთ ეს ვითომ:
რა იქნებოდა, მხარევ ოცნების, რომ თუნდაც ერთხელ მაინც მენახე.
10. კარგი ბავშვი ხარ შენ!
5 კარგი ბავშვი ხარ შენ!
5
9. აქ სათქმელი არაფერია უბრალოდ კარგია......
პატივისცემით "დიადი ბლაგვი" აქ სათქმელი არაფერია უბრალოდ კარგია......
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
8. გენაცვალე:-* გენაცვალე:-*
7. გაიხარე ლიკა! გაიხარე ლიკა!
5. ფანტასტიური ლექსებია ლიკაა!!! 555! :-* ფანტასტიური ლექსებია ლიკაა!!! 555! :-*
4. ოცნება ხევსურეთზე...
"ვინც არ განიცდის მთისგან სიშორეს, ის ვერ გამიგებს, ვიცი, ვერასდროს..."
გაგიგეთ... :)
++
ოცნება ხევსურეთზე...
"ვინც არ განიცდის მთისგან სიშორეს, ის ვერ გამიგებს, ვიცი, ვერასდროს..."
გაგიგეთ... :)
++
3. მაგრებია ... ! მაგრებია ... !
2. ლიკლიკა :) კარგი ლექსებია :) ხევსურეთი ხომ საერთოდ... ლიკლიკა :) კარგი ლექსებია :) ხევსურეთი ხომ საერთოდ...
1. უმეტესობა მახსოვს :)
უმეტესობა მახსოვს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|