ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2008


სიზმარი წერილად (ბარნოსთვის გასაგზავნი წერილებიდან)

გახსოვს ბარნო? გუშინ ღამე ბევრი ვილაპარაკეთ, სიზმრებზე, წერილებზე, სისულელეებზე და საერთოდაც სისულელეები. მერე დაიძინე ბარნო შენ და მეც დავიძინე.
დილით ადრე გამეღვიძა. ავდექი. გავბოდიალდი, გამოვბოდიალდი. ისევ დავიძინე და მაშინ დამესიზმრა იმ დღის ბოლო სიზმარი, კიდევ კარგი, თორემ საერთოდ ბევრ სიზმრებს ვნახულობ ხოლმე და მარტო ბოლო მამახსოვრდება, ასე რომ არც ეგ დამამახსოვრდებოდა ბოლო რომ არ ყოფილიყო.
- დიდი ავტობუსით სადღაც მივდიოდით ბარნო მეც, შენც და კიდევ ბევრი ადამიანი, არ ვიცი ვინ იყვნენ, მარტო შენ გცნობდი ამ არასიზმარეული სამყაროდან და კიდევ ჩემ ბიძაშვილ სოფიკოს, რომელიც მოწყენილი და ძალიანს სერიოზული იყო. სოფიკო მანამდე არცერთ სამყაროში, არავის უნახავს მოწყენილი და სერიოზული და მე ალბათ მიხაროდა რომ სიზმარის ქვეყანაში მაინც ვნახე ასეთი და მაინცდამაინც არ ვაწუხებდი. შენ და მე კი დავბრბოდით ამ უზარმაზარ აბტობუსში თავისთვის მშვიდად მჯდომ ხალხს შორის, ბევრს ვაპარაკობდით დ ვიცინოდით. მე უკვე ნამყოფი ვიყავი ვითომ იმ ადგილას სდაც უნდა მივსულიყავით და გიყვებოდი რა არაჩვეულებრივი ადგილი უნდა გვენახა, რომ იქ მდინარეც იყო და მთაც და ერთი სული გვქონდა როდის ჩავიდოდით. იმ სიზმრის მე გონებაში იხსენებდა კიდეც იმ ადგილს და მართლა ლამაზი იყო. ეხლა მინდა მივხვდე რა ადგილი იყო, ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ იმას ვერცერთი მივამსგავსე. ალბათ  სხვა რომელიმე სიზმრიდან ვიყავი ნამყოფი, სხვა სიზმრის მეგობრებთან ერთად, ან იქნებ უბრალოდ სიზმრიდან აქ მოვდიოდით, ცხადის ლამაზ საქართველოში, არ ვიცი, მაგრამ მერე რომ ჩავედით მდინარისკენ გაგაქანე. წამოდი მეთქი ყველას გავუსწროთ და ძალიან ჩქარა მივრბოდით. შენ ვითომ გრძელი თმები გქონდა და ძაილან გეწეწებოდა. ყველაზე წინ გავრბოდით, მაგრამ მერე უცებ სულ ბოლოები ვიყავით, მგონი იმიტომ რომ დავიღალეთ, ყველამ გადაგვასწრო და ჩვენ უკან დავრჩით, არადა ჩვენ გავრბოდით და ისინი მშვიდად მოდიოდნენ და უცებ ერთ გორასთან მივედით, იმას რომ გადავიდოდით იქ იყო მდინარე. მე როგორც უკვე იქ ნამყოფი წინ ავცოცდი და შენ უკან მოცოცავდი და თითქმის ასული ვიყავით, რომ გავიჭედე. ვეღარ ავდიოდი. არადა სულ ერთი ფეხის ადგმა იყო დარჩენილი. წინაც არავინ იყო, რომ მომხმარებოდა, შენ კიდევ ჩემს უკან იყავი, მე რომ გადმოვვარდებოდი, შენც თან ჩაგიყოლებდი. და ვეწვალე, ვეწვალე და შევწუხდი და გავიღვიძე....
მერე მინდოდა გაგრძელება მენახა მაგრამ ვეღარ.
მერე მეთვითონ ვთხზავდი გააგრძელებებს: არ იდარდო ბარნო, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ბევრი მიძრომია და რასდროს არსაიდან ჩამოვავრდნილავრ, ხან ჩემი მოხერხებულობის გამო და ხანაც იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ბოლოს ვინმე მშველელი, მაშინ იქაც მოვახერხებდით გადაძრომას. თუ ჩამოვვარდებოდით კიდევ ძირს დავებერტყებოდით და მარტო სიცილით თუ მოვკვდებოდით.
ისიც ვიფიქრე იქნებ სიზმრის მე მთვარეული იყო და რომ გამოვიღვიძ-ვცხადდი ის უცბად ჩამოგორდა (მთვარეულებს ხომ ასე ემართებათ), მარგამ რაც არ უნდა იყოს, არ იყო ის გორა იმხელა, რომ იქიდან ჩამოვარდნისას რამე დაეზიანებინათ ჩვენისთანა ბუმბერაზ პიროვნება-ადამიანებს  :))
ისიც ვიფიქრე ცხოვრება ხომ არ დამესიზმრა მეთქი :) ასე არ არის? სიხარულთან რომ მიხვიდე ხანდახან ბოროტი გორები უნდა გადაიარო, კიდევ, შეიძლბეა ბევრი ირბინო, ყველაზე მეტად მოიწადინო, იფხაკუნო და მერე დაღლილს სხვამ მშვიდად გადაგასწროს, და ბოლოს, შენ უნდა გადაწყვიტო მოინდომებ და გადახვალ გორას, მითუმეტეს მაშინ, როცა ამით სხვასაც გადაარჩენ თუ შეგეშინდება და ორივე ჩამოცვივდებით.
არ ვიცი ბარნიტო, მიზეზ-შედეგებზე ბევრს აღარ ვიფიქრებ და შენ მოგანდობ :) მჯერა რომ უფრო სასაცილო და საინტერესო სიზმრის დასასრულებს მოიგონებ :)

პ.შ. ქალბატონო სიზმარა, ვიცი რომ შენ უნდა გეწერა სიზმრები და მე წერილები, მაგრამ  მაპატიე, ეს სიზმარი შენზე იყო და... :) და თან წერილად დავწერე.

შენც მომწერე წერილ-პასუხი და ბარი ბარში ვიქნებით :)
ნე ტოჩკა ან ნეტ ოჩკა ან როგორც გინდა :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები