ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2010


ტარანტული

რატომღაც მიზიდავს შავი ტარანტული,
ჯვარგამოსახული რძისფერი ობობა...
და შხამიანობა ექსტრავაგანტული,
ცოლ-ქმრის უნდობლობა...
რატომღაც მიზიდავს შენი სათნოება,
კურცხალში ამღვრევა მაგ ქუთუთოების,
არავინ უწყის რად ან სად მოება
მთვარე სილაჟვარდეს და ნუთუ რტოების
უხმო ატირება შენ აღარ გაშინებს,
როგორ მეცოდება,როგორ ეს წიწვი მე,
მზე ზეცას ივლისში რომ აშალაშინებს,
ვიცი,მიმწუხრისას არასდროს იწვიმებს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები