 | ავტორი: რაშიდ ჟანრი: პროზა 5 ივლისი, 2010 |
განედიდან გრძედამდე დარჩენილი მანძილი, დიაფრაგმაზე დათვლილი ნეკნებით იზომება, წარმატებულია მსგავსი მიდგომა ადამიანების, თუნდაც მაიმუნების შემთხვევაში, მაგრამ არ მავიწყდება, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. ნიუ იორკის ბირჟაზე დოლარების სამმაგი ოდენობა შევიძინე აქციებით, რომელიც ბაბუაჩემმა თავისი მოხუცი საყვარლისგან მიიღო, უხამსად ბედნიერი ვარ და ქუჩაში შოკოლადის კანფეტებით გატენილ პარკს მათხოვარს ვჩუქნი, ის კი, უბრალოდ ეწევა სიგარეტს, გახუნებულ, მაგრამ მაინც ფერად ქუდზე ბავშვობის დროინდელი წარწერები, მეც მახსენებს წინა საუკუნეს, როცა ყველას უყვარდა ამერიკა. ტობიას მანს, მხოლოდ გვარი აქვს დიდი თომასის, ისე შავკანიანია და გასაკვირი არცაა, რომ სახლში, მარტინ ლუთერის პოსტერის ნაცვლად, მარტინ ლუთერ კინგის ბრელოკი უკიდია, დედამისი კაფეში მუშაობს, მამა კი... ხო, ტობიასის მამა მე ვარ, მივდივარ რომ ჩემს ფერადკანიან შვილს ერთხელ მაინც ვაგრძნობინო თავი ადამიანად... საწყალი სალუ, როცა ცოლად მოვიყვანე ალბათ ვერც წარმოიდგენდა, თუ ებრაელების ოჯახში, მთავარი ფულის შემომტანი იქნებოდა... მალე ყველაფერი შეიცვლება, ბაბუაჩემის ავხორცობამ, თუმცა საკვირველია, დადებითი შედეგი გამოიღო, ალბათ წინაპრები მყავდა, ზედმეტად მორწმუნე, ან ზედმეტად ფარისევლები, იმდენად რომ ღმერთმაც კი დაიჯერა, მათი კეთილსინდისიერება და შთამომავლებს მოწყალე თვალით შეხედა. ჩემი გაყიდული აქციებით, ალბათ უკვე ვიღაც სარგებლობს, მაგრამ ჯანდაბა, მე ხომ ფული მჭირდებოდა, აქ იმდენია, სამ ჩემნაირ კაცს მთელი სიცოცხლე უზრუნველად აცხოვრებს.
-გამარჯობა ჯოუნს, -გაგიმარჯოს საიმონ, -როგორ ხარ ჯოუნს, -შენ როგორ ხარ საიმონ? -რედ სოქსი დღეს თამაშობს? -დღეს უნდა თამაშობდეს? -წესით კი, გაზონს რომ გაკრეჭავ ჩემთან შემოხვალ? -შემოვიდე? ეს ჩემი მეზობელი ჯოუნსია , უცნაური, მაგრამ კეთილი კაცი, გაზონის მოწესრიგება მისი ერთადერთი საქმეა, ძალიან მიყვარს მასთან ლაპარაკი, "დიალოგი პასუხების გარეშე"- ასე შევარქვი აზრთა გაზიარების მისეულ პროცესს. 22 წლის იყო, როცა ცოლმა მიატოვა, ახლა უკვე 40 -ს გადააბიჯა და ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ მოყვა საკუთარი ამბავი, რამდენჯერაც ჩვენს პაბში ნაყიდი გერმანული ლუდი დალია. "გელზენკირხენის შალკე 04 წარმატებით ასრულებს ბუნდესლიგის მეოცე ტურის შეხვედრას ჰანოვერის წინააღმდეგ და ერთპიროვნულად უდგება სათავეში სატურნირო ცხრილს"
-ტობი, როცა იძინებ ტელევიზორი ჩართული რატომ გრჩება? -იმიტომ რომ ყურებისას მეძინება, რა ვქნა ძილში გამოვრთო? -კარგი, ნუ ვიჩხუბებთ, რა მითხარი, რომელი ავტომობილი მინდაო? -ფორდი, ძველი მუსტანგი, ჯოუნსის ბიძაშვილი მადლენი ყიდის, -რამდენად? -13 000 დოლარი. -რა ამბავია, ან კარგი კარგი, ახლა მაინც არ ვიწუწუნებ... აი, აიღე, დაითვალე... -ეს რა არის? საიდან? - აიღე და წადი, დღეიდან შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, -მაშინ 100 დოლარიც მომეცი ბენზინისთვის, -კარგი, ჯოუნსს ერთი ბოთლი ლუდი უყიდე, გაუხარდება.
დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა, მე და სალუ უსიტყვოდ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, ქუჩაში ისევ ეგდო, დანაწევრებული მუსტანგი, მახსენდებოდა ბაბუაჩემი,ღმერთი და ვხვდებოდი, რა რთული იყო, ჯოუნსისთვის პასუხის გაცემა კითხვებზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში დაგროვდა.
განედიდან გრძედამდე დარჩენილი მანძილი, დიაფრაგმაზე დათვლილი ნეკნებით იზომება, წარმატებულია მსგავსი მიდგომა ადამიანების, თუნდაც მაიმუნების შემთხვევაში, მაგრამ არ მავიწყდება, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. ნიუ იორკის ბირჟაზე დოლარების სამმაგი ოდენობა შევიძინე აქციებით, რომელიც ბაბუაჩემმა თავისი მოხუცი საყვარლისგან მიიღო, უხამსად ბედნიერი ვარ და ქუჩაში შოკოლადის კანფეტებით გატენილ პარკს მათხოვარს ვჩუქნი, ის კი, უბრალოდ ეწევა სიგარეტს, გახუნებულ, მაგრამ მაინც ფერად ქუდზე ბავშვობის დროინდელი წარწერები, მეც მახსენებს წინა საუკუნეს, როცა ყველას უყვარდა ამერიკა. მათხოვრის თვალებში რთულია საკუთარი თავი დაინახო და უფრო რთულია დაინახო ის, რაც შეიძლება მოხდეს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა, მე და სალუ უსიტყვოდ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, ქუჩაში ისევ ეგდო, დანაწევრებული მუსტანგი, მახსენდებოდა ბაბუაჩემი,ღმერთი და ვხვდებოდი, რა რთული იყო, ჯოუნსისთვის პასუხის გაცემა კითხვებზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში დაგროვდა.
მათხოვრის თვალებში რთულია საკუთარი თავი დაინახო და უფრო რთულია დაინახო ის, რაც შეიძლება მოხდეს
ძალიან, ძალიან კარგია. დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა, მე და სალუ უსიტყვოდ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, ქუჩაში ისევ ეგდო, დანაწევრებული მუსტანგი, მახსენდებოდა ბაბუაჩემი,ღმერთი და ვხვდებოდი, რა რთული იყო, ჯოუნსისთვის პასუხის გაცემა კითხვებზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში დაგროვდა.
მათხოვრის თვალებში რთულია საკუთარი თავი დაინახო და უფრო რთულია დაინახო ის, რაც შეიძლება მოხდეს
ძალიან, ძალიან კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|