ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 ივლისი, 2010


ხირჩლათ ლადო ჭინჭარაული (კიდევაც ვნახავ ხევსურეთს)

ბევრმა იცის და მოსმენილი აქვს სიმღერა "კიდევაც ვნახავ ხევსურეთს",  მაგრამ არ იცის მისი ავტორი, ამ ტექსტის და ულამაზესი ლექსის ავტორია ახალგაზრდა ხევსური პოეტი ლადო ჭინჭარაული.
ლადო ჭინჭარაული დაიბადა თბილისში, მაგრამ არ დავიწყნია ხევსურეთი, არ დავიწყნია კიდევ არაა მართებული სიტყვა, ის ხევსურეთით სუნთქავს და ცხოვრობს, ლექსების უმეტესობას ხევსურეთზე წერს, ამჯერად კი ამ კონრეტულ ლექსს ავიღებ...
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს,
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არ დავიწყება უნდათ.
ამ სიტყვებს ლადო უდიდესი გულისტკივილით წერს. მას არა აქვს იმის საშუალება რომ ხშირად ავიდეს მთაში,მას სტკივა ის, რომ მთა დაცარდიელდა, მაგრამ ამავე დროს უდიდესი იმედით წერს ამ სიტყვებს,მომავლის სჯერა და დარწმუნებულია რომ ხევსურეთში კვლავ იხილავს ძველებურ დროს. უდიდესი გულისტკივილია სიტყვებში" მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდათ."
ასა,არღუნი,ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ,ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას,
არ მახკლებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა,ლუდი,დათრობა.
ლადოს ლოცულობს ხევსურეთზე, მისი უსაყვარლესი სიტყვებია "ხევსურები ხევსურეთისთვის,ხევსურეთი საქართველოსთვის." ის ერთ-ერთი გამორჩეულია ახალგაზრდა თაობაში, რომელიც ასე წერს თავის კუთხეზე, სამშობლოზე, ვაჟკაცობაზე. მისი ლექსები ძალიან ბევრი სიმღერადაა გადაკეთებული...ძალიან აწუხებს ის, რომ ხატობას ხალხი როგორც გასართობს ისე უყურებს და მარტო იმისთვის ადის უმეტესობა რომ ხატობის დროს იქეიფოს...სწუხს იმაზე რომ ხევსურეთი მიგდებულია,სწორედ ამას გულისხმობს დევების მოსვლაზე...
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი,
ხმალ ატრიალონ მაჯებმა
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანი.
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები,
სალოცავ ჰყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი,ძროხები.
ნელ-ნელა მიიწევს ლექსი ფინალისაკენ, აქაც ჩანს რომ ეს ყველაფერი დავიწყებული და დაკარგულია,რომ ეს ყოველივე პოეტის ფიქრებშია, ოცნებეში...ალბათ ამ მომენტის შესაბამისი სურათია გურამ რჩეულიშვილის "ალავერდობა", სადაც გურამი ალავერდობაზე უყურებს და ხედავს სულ სხვა ხალხს და ელოდა სულ სხვას...
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით,
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით.
აი ფინალური და დამაგვირგვინებელი ფაზა რომ ეს ყველაფერი დავიწყებული და დაკარგულია,უნდა აღსედგეს ეს ადათ-წესები...ისევე უნდა ვიქონიოთ იმედი როგორც ლადომ,უნდა ვიბრძოლოთ როგორც ლადომ, არც ის იცის ხალხმა, რომ ლადო აკეთებს ბევრ რამეს ხევსურეთისთვის...აქვს თავისი საიტი ხევსურეთზე...აწყობს დოღს და ყაბახს...ლადო ყოველთვის იქაა, სადაც ხევსურული სუნთქვა იგრძნობა...საკმარისია ერთი შეხედო თვალებში რომ გრძნობ, რამხელა სულის ადამიანია ეს  ახალგაზრდა კაცი. მას ძმობის სათქმელად ერთი ხელის გადახვევა ჰყოფნის,მაგრამ ისეთი გულით აკეთებს ამ ყველაფერს რომ ბევრი 20 წელი რომ გიმტკიცოს ძმობა მაინც ვერ შეძლებს...ლადოს აქვს გამოცემული კრებული რომელსაც ქვია "კიდევაც ვნახავ ხევსურეთს"...ვუსურვუთ ლადოს ბედნიერება და კიდევ ბევრი ლექსის და სიმღერის წერა ჩვენს გასახარად...აქვე დავასრულებ ამ ნაწერს ლადოს სიტყვებით...
ჰე, საქართველო!
წამოვდგები შენს სადარაჯოდ,
მე ხევსური ვარ, პატრიოტი,
ვამაყობ ჯიშით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები