 | ავტორი: ჭუჭული ჟანრი: პროზა 20 ივლისი, 2010 |
- გახსოვს? - ჰო... - რა გახსოვს? - ჰო... - ისევ ისეთი ხარ... - ჰო... - გახსოვს, როცა ღამით ცაზე ცრემლები ვხატეთ? - ჰო... - ჰო და შენ დამპირდი , რომ ოდესღაც ერთად ვიტირებდით ... - ჰო... - შენ დამპირდი, რომ ოდესრაც ერთად ვიტირებდით...გესმის? - ჰო... -------------------------------------------
- ისევ შენ? - ჰო... - ისევ აქ? - ჰო... - ისევ იმ ადგილას... შეუძლებელია... - ჰო... - შენ ამდენ ხანს მელოდე? - ჰო... - რა ლამაზი ხეა და რა ლამაზი ნახატი გაგირჭვია ტოტებში... შენ ხატავ? - ჰო... - შენ... ცრემლებს ხატავ? - ჰო... - თან ამდენს? - ჰო... - და ფერები? როგორ არჩევ მათ? - გახსოვს ის ღამე როც ერთად ვიტირეთ? - ........ - მაშინ ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით..მაშინ დაგპირდი, რომ ოდესღაც, ამ ადგილას ხე ამოვიდოდა... ჩვენს ცრემლებზე ამოვიდოდა ხე, რომელიც პირველი რამ იქნებოდა რასაც დავინახავდი... და გახსოვს , როცა ჩვენ ცაზე ცრემლები ვხატეთ? შენ დამპირდი, რომ მასწავლიდი როგორია ცისფერი... იმ დღეს, ჩვენი ხელები ცას შევახეთ და როცა შენს თითებს შემთხვევით შევეხე, მათმა სითბომ და უბრალოებამ ყველა ფერი დალანდეს შემს წამწამებზე ... დღეს ამ ხის ზრდასთან ერთად ყველა ფერი წამწამებიდან თვალებში მერეკლება და ვხატავ... მხოლოდ ცრემლებს ვხატავ... განა შეიძლება სხვა რამ მეხატებოდეს ცრემლებზე ამოსულ ხეზე?! - ..................ნუთუ კიდევ გიყვარვარ? - ვეღარ.... მე სხვა შემიყვარდა... - სხვა? მე რომ ვეღარ მეკითხება შენს თვალებში ეგ...მატყუებ? ან ვინ ვინ შეგიყვარდა? - ის, რაც შენ ჩემში ვერ შეიყვარე... ჰო, მე მაშინაც ვიყავი - ბრმა, მაგრამ ჩემზე უკეთ ვერავინ გხედავდა, ვერავინ გხატავდა ღამით ცაზე ისე, როგორც მე... ვერავინ ტიროდა ჩემზე უკეთ შენს მკერდზე მისვენებული... და ახლა, ჩემს სიბრმავეზე შეყვარებული იდიოტი ვარ, რომელიც ნახევარი საუკუნე, მხოლოდ იმიტომ გელოდა რომ ეს ცრემლები გენახა, ეს ხე გენახა და ერთხელ, პირველად და უკანასკნელად გენახა ბედნიერი ბრმა.... ისეთი ბედნიერი როგორიც არასდროს... ახლა, ხომ მასთანაა ყველა და ყველაფერი რამაც სიბრმავე შეაყვარა.... --------------------------------------------
საოცარია ჩვენთვისაც კი, მაგრამ იმ ღამეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტირეთ ერთად ... მერე ეს ყველაფერი ჩვენს ცრემლებზე ამოსულ ხის ფოთლებზე ვწერეთ და ერთად ავედით ცაზე... ისევ ერთად ავტირდით და ვიტირებთ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ხე არ გახმეს....... ერთი რამაა ცრემლიც და წვიმაც... ყოველი წამოწვიმებისას მინდა გახსოვდეთ, რომ ეს ჩვენ ვართ , ისევ ერთად... ჩვენ ვართ წვიმა...ცრემლებიც ჩვენ ვართ... ჩვენ გვქვია წვიმა და ცრემლებიც ჩვენ გვქვია... მერე რაა რომ ის ისევ ბრმაა, ის ხომ ყველაზე ლამაზად ხედავს ცისარტყელას და მან ხომ პირველმა მითხრა, რომ ცისარტყელზე, მხოლოდ 7 ფერი და 2 ცრემლია....იტირეთ ჰო, იტირეთ და ჩვენ გავწვიმდებით ციდან .... იტირეთ და სულ დაგვინახავთ ჩვენ... იქ.. ცისარტყელაზე სადაც მხოლოდ ... მხოლოდ7 ფერი და 2 ცრემლია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "წვიმს" ...
– წვიმას აპირებს ... – ჰოოო , აქ ხშირად წვიმს ხოლმე . – მართლა? ადრე არ წვიმდა ხოლმე ხშირად – ჰო ... იცი რა ლამაზია თქვენი ეზო წვიმაში ?! – ... გაზრდილხარ , მაგრამ მაინც პატარა ხარ . გაიღიმა გიომ – ჰო ... მე თავი დავხარე და მეწყინა რატომ ვარ მეთქი პატარა , გული ხომ მაქვს დიდი შენ რომ ეტევი იმხელა თქო ?! ვერ ვუთხარი , ვერ გავბედე და წვიმის პირველი წვეთი იყო თუ ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა ... გიომ ისევ გამიღიმა მთელი სითბოთი და თქვა "წვიმს" ....
მომინდა აქ დამეტოვებინა ეს ... არ გეწყინება იიმედია :)
სევდიანად წვიმს თქვენთან ... ლამაზად ...
ჰო , მომეწონა მაგრად :)
ვიტირებ ახლა და იქნებით თქვენ ისევ ერთად ...
დიდი გული დევს აქ :) +22 "წვიმს" ...
– წვიმას აპირებს ... – ჰოოო , აქ ხშირად წვიმს ხოლმე . – მართლა? ადრე არ წვიმდა ხოლმე ხშირად – ჰო ... იცი რა ლამაზია თქვენი ეზო წვიმაში ?! – ... გაზრდილხარ , მაგრამ მაინც პატარა ხარ . გაიღიმა გიომ – ჰო ... მე თავი დავხარე და მეწყინა რატომ ვარ მეთქი პატარა , გული ხომ მაქვს დიდი შენ რომ ეტევი იმხელა თქო ?! ვერ ვუთხარი , ვერ გავბედე და წვიმის პირველი წვეთი იყო თუ ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა ... გიომ ისევ გამიღიმა მთელი სითბოთი და თქვა "წვიმს" ....
მომინდა აქ დამეტოვებინა ეს ... არ გეწყინება იიმედია :)
სევდიანად წვიმს თქვენთან ... ლამაზად ...
ჰო , მომეწონა მაგრად :)
ვიტირებ ახლა და იქნებით თქვენ ისევ ერთად ...
დიდი გული დევს აქ :) +22
10. აღარ მიყვარხარ :)
მომეწონა, კარგი იყო. ლამაზიც შეიძლება დაერქვას :) აღარ მიყვარხარ :)
მომეწონა, კარგი იყო. ლამაზიც შეიძლება დაერქვას :)
9. შენს არააქაურ სამყაროს გაუმარჯოს ჭუჭულ !!!!!!!!!!!!!!!!!1:********************************** შენს არააქაურ სამყაროს გაუმარჯოს ჭუჭულ !!!!!!!!!!!!!!!!!1:**********************************
8. ჩვენ გავწვიმდებით ციდან კარგი იყი ნამდვილად ++ ჩვენ გავწვიმდებით ციდან კარგი იყი ნამდვილად ++
7. სასიამოვნო დამთხვევაა = ] სასიამოვნო დამთხვევაა = ]
6. წვიმა,წვიმა,წვიმა,წვიმა ჩემი მეორე მუზა ( : +2 წვიმა,წვიმა,წვიმა,წვიმა ჩემი მეორე მუზა ( : +2
5. ერთ ადამიანთანაც რომ ახლოს მივა ჩემი ნაწერი , ესეც ბევრს ნიშნავს ჩემთვის ... მიხარია ქეთუს : )) დიდი მადლობა შემოგევლე შენ :*
გაიხარეთ : ))) ერთ ადამიანთანაც რომ ახლოს მივა ჩემი ნაწერი , ესეც ბევრს ნიშნავს ჩემთვის ... მიხარია ქეთუს : )) დიდი მადლობა შემოგევლე შენ :*
გაიხარეთ : )))
4. საერთო ჯამში იმდენად ლამაზიაა და იმდენად იმოქმედა, რომ უარყოფითი კომენტარები არ ღირს აქ მგონი..... :) გენაცვალე ძალიან ახლოს მოვიდა ეს ნაწერი ჩემთან :-* +++++ საერთო ჯამში იმდენად ლამაზიაა და იმდენად იმოქმედა, რომ უარყოფითი კომენტარები არ ღირს აქ მგონი..... :) გენაცვალე ძალიან ახლოს მოვიდა ეს ნაწერი ჩემთან :-* +++++
3. ლამაზია და დასახვეწია..... ანუ გადაჭარბებებზე, თუნდაც ძალიან ლამაზი იყოს, უნდა შეგეძლოს უარის თქმა....ანუ დაწურვა..... თავად წერის მანერა ძალიან მომწონს..... სიტყვა თავისუფლად სუნთქავს.....;) წარმატებები.....;) ლამაზია და დასახვეწია..... ანუ გადაჭარბებებზე, თუნდაც ძალიან ლამაზი იყოს, უნდა შეგეძლოს უარის თქმა....ანუ დაწურვა..... თავად წერის მანერა ძალიან მომწონს..... სიტყვა თავისუფლად სუნთქავს.....;) წარმატებები.....;)
2. და ცოტა "ჰოც" მებევრა... :))) და ცოტა "ჰოც" მებევრა... :)))
1. ლამაზი ჩანახატია :) ოღონდ ცრემლები მებევრა :) :-* ლამაზი ჩანახატია :) ოღონდ ცრემლები მებევრა :) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|