ალბათ პირველად არ ხდება ასე, რომ ასველებს თბილი ცრემლი ფურცელს, გარეთ მთვარეს ისევ სძინავს ცაზე, ვარსკვლავები ფარავენ ცის მუცელს...
ალბათ გულიც არ მოუკლებს ცემას და ეს ღამეც იწელება მეტად, თითქოს სულიც ითხოვს თავის გვემას ამ აცრემლებულ თვალებთან ერთად.
გონებაში რომ ირევა ყველა და ფიქრების ვერ ვპოულობ კვანძებს. გაიელვებს თვალწინ მწარე სცენა, თითქოს გულზე დიდი ცოდვა მაწევს.
მახსენდება ის საამო წამი, როცა სხეულს კვლავ დაეწყო თრთოლვა ვისთვის მხოლოდ სამარცხვინო ხანი, ვისთვის კიდევ უსასრულო გლოვა.
ვგრძნობ რას ფიქრობს ახლა შენი გული, მას ხომ სევდის ცივი თოვლი ადევს. ალბათ ტანჯვის წამებია რთული, მაგრამ ტანჯვას სიყვარული ბადებს.
მახსენდება ის წუთბი, მაგრამ ვერ ვიხსენებ რა ხდებოდა მაშინ... მხოლოდ მახსოვს მოვარდნილი ტალღა და შიგ სულში ნეტარების ტაში.
ვიხსენებ დიდ სიხარულს შენს ხმაში, ჩემი თრთოლვის მიზეზი რომ გახდა, ვიხსენებ, თუ რას ფიქრობდი მაშინ, მაგრამ ალბათ სულ სხვას ფიქრობ ახლა.
შენი გულის ძგერა ისევ მესმის, მაშინ როცა ხელს გისვამდი თმაზე, მაშინ ალბათ ღმერთიც ვიყავ შენთვის, ახლა - ლეში მიგდებული ზღვაზე.
ვიცი ალბათ ვერ გამიგებ ახლაც, ალბათ ისევ აგიტირე გული. მაგრამ ის წუთი არ იყო „რაღაც“, ის წუთც კი იყო სიყვარული...
ალბათ პირველად არ ხდება ასე... მუზა მიდის... რითმაც მეორდება... და სევდიან ოცნებით აღსავსე ბავშვი მზის ამოსვლას ელოდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მაგრად მესუსტა.... უკეთესი და უკეთესი ...
შენ შეგიძლია წერა ... უკეთესებს დაწერ :) მაგრად მესუსტა.... უკეთესი და უკეთესი ...
შენ შეგიძლია წერა ... უკეთესებს დაწერ :)
1. უკეთესს დაველოდებიიი.წარმატება :) ;;) უკეთესს დაველოდებიიი.წარმატება :) ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|