ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: nanka
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ივლისი, 2010


მენატრები(თ)....

უკვე ერთი დღე გავიდა რაც წახვედი და თითქოს მთელი თვე გასულიყოს....

იცი მომენატრე.....

თავს ძალიან  მარტოსულად ვგრძნობ... თუმცა ეს რა გასაკვირია? მე ხომ ჩემივე სულის ნაწილს „დავშორდი“, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ეს „ცოტა ხანი“  ბევრია ჩემთვის...

ეს დღეც ისე გაილია, გაიწელა, რომ დამლაპარაკებელიც კი ვრავინ ვნახე...

აი...
გაწვიმდა კიდეც....
თითქოს ბუნებას და ადამიანს პირი შეუკრავთ...
დამუნჯებულან... არა, წვიმას რა დაამუნჯებს, მაგრამ მაინც სევდის მომგვრელია....
არა მომგვრელი კი არა, გამღვივებელი.... გამმძაფრებელი....

მომენატრა შენთან საუბარი მეგობარო....
აი ისეთი საუბარი ჩვენ რომ ვიცით-ხოლმე.... ყავა... მუსიკა.... ხუმრობა (ჩვენებური)....

ხო... უკვე მომენატრა.....

გახსოვს წასვლის წინ რომ ლუდი დავლეთ? „შევთვერით“ კიდეც....  მერე ზღვა.... სანაპირო....
მართლაც ლამაზი დღე იყო...  თუმც სევდიანი.....

ზღვაც ისევე ღლავდა, როგორც შენი გული... ვიცი, გაგიჭირდა ჩვენი დატოვება, მაგრამ  ხომ გითხარი დრო მალე გავა- მეთქი?!

ჰოდა შენც მალე ჩემოხვალ!

და ისევ თავიდან - ლუდი.... ყავა.... მუსიკა... მხიარულება.... ჩვენ ყველანი ერთად....



მენატრები(თ)  - უკვე ტკივილამდე.....
გელოდები(თ)  მოუთმენლად!! 
მიყვარხარ(თ)!!!



                                                                                                    >ბათუმი<  21.07.2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები