(ბარნო, გადავწყვიტე დიადი სუზის ურაკპარაკულ ხსოვნას მივუძღვნათ მე და შენ ეს ამბავი :)))
- სილამ, სილამ მიესალმა უცნაური გორილა ლაშვარდი თავის ფაფუკ და ნაფოფინებ ზაზუნა თეიმურაზს. თეიმურაზმა ხმა არ გასცა. საყავრელი ზაზუნა ერთობ განებივრებული გახლდათ: დღეში სამჯერ ზღაპრულად იკვებებოდა, მოოქროვილ გალიაში ცხოვრობდა და ყოველ საღამოს დიდი რეპერი ბედიანს მუსიკაზე ცეკვის შემდგეს მისივე ჰანგების ფონზე უშვებდა უდარდელ ფშვინვას. დილით, პირველი ყოველთვის ლაშვარდი ესალმებოდა. ჯერ ხმას არ გასცემდა ხოლმე ქალბატონი, შემდეგ, როცა გორილა ნახერხების სეტყვას დაატეხდა თავზე, აკისკისდებოდა და შუბლს უკოცნიდა საყავრელ პატრონს.
ლაშვარდს არც ახლა გაკვირვებია პასუხი რომ ვერ მიიღო პირველ მისალმებაზე, მარგამ ნახერხების სეტყვამაც რომ არ გამოაფხიზლა თეიმურაზი დააკვირდა და . . . . . სულაც არ სუნთქავდა... . . ლაშვარდი შეცბა, თვალები აუცრემლიანდა ამხელა გორილა კაცს, ერთი წუთით წარმოიდგინა თავისი ცხოვრება ამ საოცარი არსების, ფუნფულა პრინცესის, მისი ერთადერთი მეგობრის გარეშე.. და სანამ ლაშვარდი გონს მოეგებოდააა ------------- ---------------------------------
სხვა ქვეყნის სხვა უგუნურ მცხვორებ საქვეყნოდ ცნობილ ჯალათ ძაბროშვილებს, რკინის კონცლაგერში გამოკეტილი ყავდათ მცირეწლოვანის შეცდენაში დადანაშეულებული, ოპერის ამომავალი ვარსკვლავი, ბარიტონი თუთიყუში გიზო. სინამდვილეში გიზო, თავად აღმოჩნა მორიგი მსხვეპლი მეძავ რუსიკოსი, რომელიც პირშეკრული იყო ჯალათებთან და მიამიტ ახალგაზრდებს სიცოცხლეს უსწრაფავდა. გიზოს, როგორც სასიკვდილო დანაშაულში ბრალდებულს გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ: პირს უკრავდნენ, რომ არ ემღერა, პირსაკრავს მხოლოდ დაკითხვის დროს ხსნიდნენ, რომელიც ყოველდღე ორსაათნახევრი გრძელდებოდა პრჭყალსაძრობის, დენსარტყავი ნიჩბისა და ყინულებიანი წყლის თანხლებით. საღამოობით კი ღონემიხდილ გიზოს დაობებულ ქერს მიუყრიდნენ ხოლმე. პატიმარი საოცრად ფაქიზი იყო, მაგრამ ეს ქერი, მაინც ყოფნიდა იმისთვის რომ სასიცოცხლო ძალა შეენარჩუნებინა და კვლავ ეოცნება თავისუფლებაზე….
---------------------------------- - ოოო, არააააააა, - შეჰყვირა გორილა ლაშვარდმა და ცნობილ ექიმ მანგუსტ კონსტანტინეს კოსმიური სიგნალი სტყორცნა. ნუ იღელვებთ, ბატონო ლაშვარდ, ნუ იღელვებთ – აროხროხდა მანგუსტი. ასე იციან ოხერმა ზაზუნებმა, ო ხო ხო ხო ხო, მთელი ზამთარი გამოიძინებენ და მერე ისევ მხიარულები და ენერგიულები დაგვიბრუნდებიან, შეგეშინდათ ხომ? ა ხა ხახ ახ – აზნაურულად ხითხითებდა უვიცი ექიმი მანგუსტი. . . . თეიმურაზი კი უკვე სულ სხვა, ბევრად უფრო უცნაურ, ლამაზ და ჯადოსნუ ქვეყანაში დახეტიალობდა . . . . .
ამასობაში ძაბროშვილებს ღრმა ძილით ეძინათ, ორკვირიანი ძილქუში მიეგვარა მათთვის თავადი ერმალოზის ჯადოსნურ სასმელ ლოკოლაკს. გიზო ელოდა, ელოდა, აღარავის მოჰქონდა მისთვის ობიანი ქერი, რომელიც თურმე შორეულ მრუშთა ქვეყანაში დელიკატესი ყოფილა და გიზოსაც კი შეუყვარდა ცოტა არ იყოს და ბოლოს არ ვიცით შიმშილისგან თუ სიმარტოვისგან თუ ლოდინისგან, ან იქნებ რუსიკომეძავის მონატრებით და .. .. . . . .
- გამარჯობა მე გიზო მქვია - გაგიმარჯოს, რა კარგია რომ მოხვედი, მოვიწყინე მარტომ. ისე ყოველდილით გორილას დანახვას მარტო ყოფნა ჯობია მგონი. ისე კი მომენატრა ძალიან... იცი რა უცნაური იყო ჩემი პატრონი? არა, ძალიან დიდი არ იყო მაგრამ რაღაცნაირი იყო, ადამიანს გავდა. გინახავს ადამიანი? - კი, მეც ეგენი მაწამებდნენ. შენ რა გქვია? - მე თეიმურაზი. - რა ლამაზი სახელია, არასოდეს გამიგია - ხო უცნაური სახელია, ადამიანურია ეგეც. და შენ რატომ არ გაქვს ბუმბულები? - დენსარტყამი ნიჩბისგან დამცვიცდა. სიმღერა გიყვარს? - კიი. იცი მე მოცეკვავე ვარ? – გაინაზა და დაიმორცხვა თეიმურაზმა
გორილა ლაშვიარდს კი მაინც უყვარდა თავისი ზაზუნა, უყვარდა უმოძრაოც, უყვარდა მაშინაც როცა მეზობელი უბნიდან ამორალი მატლები აკითხვდნენ და მაშინაც როცა უცნაური სურნელი ასდიოდა. ისევ ესალმებოდა ყოველ დილით - სილამ, სილამ, დღესაც არ გაიღვიზებ მეგობარო?
პ.შ. ამბავი დაფუძვნებულია რეალურ ფაქტებზე :))))))))))))))))))))))))))
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. აქედან ჩემი კომენტარი წაიშალა... :) აქედან ჩემი კომენტარი წაიშალა... :)
18. ეგ მანგუსტი უვიცი კი არ იყო , ( უვიცი შენ ხარ ) უბრალოდ გაიფიქრა , რომ ასე ჯობდა ზაზუნასთვის . აბა კაი იყო , ზაზუნამ DR მანგუსტის კონსერვები რომ შეჭამა ?! :^) იმ კონსერვის ქილებით ეხლაც თამაშობენ ჩემი მეზობელი ლტოლვილები . ეგ მანგუსტი უვიცი კი არ იყო , ( უვიცი შენ ხარ ) უბრალოდ გაიფიქრა , რომ ასე ჯობდა ზაზუნასთვის . აბა კაი იყო , ზაზუნამ DR მანგუსტის კონსერვები რომ შეჭამა ?! :^) იმ კონსერვის ქილებით ეხლაც თამაშობენ ჩემი მეზობელი ლტოლვილები .
17. პ.ს. რაღა შუაში იყო? :D
ეს არის ახალი ლიტერატურული ჟანრის დასაწყისი, რომელსაც ცხოველური და მფრინავი ჰაგიოგრაფია ჰქვია. აქ მთავარ გმირებად ოთხფეხა და ორფეხა პირუტყვები გვევლინებიან. რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არიან პირუტყვები. არამედ. ადამიანი, მათი ენის უცოდინრობის გამო, ვერ ახერხებს მათთან კომუნიკაციას. მაგარამ მტავარი ისაა, რომ ამ არსებებს, მიუხედავად სქესობრივი და სახეუბრივი განსხვავებისა, ბუმბულების თუ ბანჯგვლების რაოდენობისა, შესანიშნავად ესმით ერთმანეთის. მათ აქვთ საკუთარი სამოთხე და ჯოჯოხეთი, სადაც მათი მწვალებლები წალმის ცეცხლზე ნელა იხრუკებიან. სამოთხეში კი უპირველესად განისვენებენ სამწვადედ დაკლული ხარები, ღურები, ძროხები, პატრონის მიერ გატყეპილი ძაღლები, კუდზე ბენზინმისხმული და ცეცხლწაკიდებული კატები, ენაამომძვერალი და გაბერილი ბაყაყები და სხვა მისთანანი.
ამ ჟანრის სათავის დადებისათვის ნეტოჩკა ნეზვანოვას 9 ქულა! ვოტ. პ.ს. რაღა შუაში იყო? :D
ეს არის ახალი ლიტერატურული ჟანრის დასაწყისი, რომელსაც ცხოველური და მფრინავი ჰაგიოგრაფია ჰქვია. აქ მთავარ გმირებად ოთხფეხა და ორფეხა პირუტყვები გვევლინებიან. რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არიან პირუტყვები. არამედ. ადამიანი, მათი ენის უცოდინრობის გამო, ვერ ახერხებს მათთან კომუნიკაციას. მაგარამ მტავარი ისაა, რომ ამ არსებებს, მიუხედავად სქესობრივი და სახეუბრივი განსხვავებისა, ბუმბულების თუ ბანჯგვლების რაოდენობისა, შესანიშნავად ესმით ერთმანეთის. მათ აქვთ საკუთარი სამოთხე და ჯოჯოხეთი, სადაც მათი მწვალებლები წალმის ცეცხლზე ნელა იხრუკებიან. სამოთხეში კი უპირველესად განისვენებენ სამწვადედ დაკლული ხარები, ღურები, ძროხები, პატრონის მიერ გატყეპილი ძაღლები, კუდზე ბენზინმისხმული და ცეცხლწაკიდებული კატები, ენაამომძვერალი და გაბერილი ბაყაყები და სხვა მისთანანი.
ამ ჟანრის სათავის დადებისათვის ნეტოჩკა ნეზვანოვას 9 ქულა! ვოტ.
16. ნეტკააა 20\20-ზეა=)) ნეტკააა 20\20-ზეა=))
15. ისეთი ყიჟინით მოდიხართ თან ისე საყვარლად რომ ...როგორ არ გაკოცოთ:-* 5 ისეთი ყიჟინით მოდიხართ თან ისე საყვარლად რომ ...როგორ არ გაკოცოთ:-* 5
13. ირინკა მაინც არ გჯერა რომ ამრთლა მოხდა? :)) თამრიკო გუშIნ მგონი ძალიან დავისიცხე :-* სილამ სილამ მამინაცვალო :)) ირინკა მაინც არ გჯერა რომ ამრთლა მოხდა? :)) თამრიკო გუშIნ მგონი ძალიან დავისიცხე :-* სილამ სილამ მამინაცვალო :))
12. სილამ, სილამ5 სილამ, სილამ5
10. აუ ნეტოჩკა:))აი რა გითხრა არ ვიცი მაგარი იყო ძალიან!!!=))ჰეჰ რეალური ამბავია აბა რაა-=)) აუ ნეტოჩკა:))აი რა გითხრა არ ვიცი მაგარი იყო ძალიან!!!=))ჰეჰ რეალური ამბავია აბა რაა-=))
9. სილამ, სილამ მატა ჰარი :) სილამ, სილამ მატა ჰარი :)
7. სილამ სილამ ნეტოჩკა! სილამ სილამ ნეტოჩკა!
6. ვააა ერალურ ამბებზეა მეთქი ვახ !!! :)) ვააა ერალურ ამბებზეა მეთქი ვახ !!! :))
5. მომწონს, ეს და ბარნო ! : ) მომწონს, ეს და ბარნო ! : )
3. ბარნო მობრძანდი წერილი გელოდება :)) :)) ბარნო მობრძანდი წერილი გელოდება :)) :))
2. უუფ როი რა სწრაფი ხარ :)) კარგად შენ? უუფ როი რა სწრაფი ხარ :)) კარგად შენ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|