ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელადონა
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2010


ისეთი დღეა...

,,ნახე,
ისეთი დღეა,
ჩვენს სიყვარულს რომ ეკადრება...''
შენ კი,
სივრცეს გასცქერი
უსასრულობის მირაჟით დატყვევებული
თვალებით.
მზერას მარიდებ
წვალებით...
,,სადღაც ჰყვავიან მარადისობის
ლურჯი იები,,-ამბობ ჩუმად და
გაირინდები...
ვცდილობ, ჩემს თავში შევაკავო
წყება სურვილთა.
შენ კვლავ გასცქერი მირაჟს
ოქროცურვილსა...
,, მართლა ჰყვავიან მარადისობის
ლურჯი იები?,,- ვფიქრობ და ვხვდები,
რომ არ გჭირდები...
არადა,
ისეთი დღეა,
ჩემს სიყვარულს რომ ეკადრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები