ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2010


რექვიემი წარსულზე

რიბირაბოზე თვალდახუჭული, ხელის ცეცებით
სასთუმალთან მოვძებნი ჩემს დაყრუმუნჯებულ წარსულს
და არაერთგზის გადაჯეგილს ბინძური ფეხებით
გამოვიგლოვებ და ცაში ვტყორცნი კაეშანს ფარულს.

შევისუნთქავ ჭუჭრუტანიდან მოსულ დილის სისხამს,
რომელსაც თამბაქოს მწკლარტე კვამლი უღმრთოდ აყვითლებს,
დაბინდულ და დაელმებულ თვალებს მოვავლებ ცისკარს,
და იქედნურად, მომღიმარი უმწეობა ისევ მაგინებს.

ღადღადა მზე მარდად მოიზლაზნება ჰორიზონტზე,
იაფი ღვინით მორწყულ იატაკზე ჩანს, თუ როგორ,
ტარბის გუნდივით ააფრენს სინანულს მწვანე ზოლზე
როგორც კახელი გლეხი მოიკიდებს ორხელა გოდორს.

ღადღადა მზე მარდად მოიზლაზნება ჰორიზონტზე,
რამაც წუხანდელი, მრუმე ღამე გააწარსულა,




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები