 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2008 |
სევდიანი ღიმილი მუზის. ...და ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ გამოჩნდა ისევ ის ერთი ციდა... ტირილისფერად გაწელილ დღეებს დააწვათ სევდა... პოეტს უხარის... რა უხარის?... როცა არ იცის, რამდენჯერ მოვა მუზა მუქარით, რამდენჯერ მოსთხოვს სიტყვა შესაწირს... და რას გაიღებს ეს წელი მსხვერპლად სისხლს, ხორცს, მიწას, თუ სულს ანატირს?... არ იცის სევდამ, არ იცის, რადგან არ ეძლევა პოეტს უფლება, დაითვალოს სიტყვის ხაზები, იმედიანი და ლამაზები... ცრემლდახარჯული თვალის უპენი ღიმილცვეთილნი დაიძინებენ... და აღარ ვიცი, უკვე რამდენი მიწა გავჭერი, რამდენ საფლავს ეფინება თეთრად ყვავილი, ობლად შთენილი... და რამდენი წვეთია სისხლის უტკივარი, ფერად ცისფერი, ჩემში ძებნილი... და რა მიხარის?!... რომ გამოჩნდა ის ერთი ციდა... იმედის სევდა... რომ გამაფრენს ჩემი მერანი, თუ ხარი შინდა სტრიქონებსა და სტრიქონებს შორის შთენილი სივრცით... და უკან კი ,,თვალბედითი შავი ყორანი'', თუ ეშვიანი უტეხი ტახი, ვით ჩემი ბედის შურიანი დედინაცვალი მომდევს, არ მტოვებს და შორს ბუზად კი აღარ მოსჩანს... არა!... საცაა თავს წამადგება... (მე კი დავლიე ყველა სიტყვა... სავარცხლიანიც, მოსარკულიც და ალესილიც...) და ხაზთაშორის უსასრულო, უნდო სრბოლაში დამარცხებულს... სიცარიელის უგრძნობ უფსკრულს გადამიძახებს და იქ გამწირავს... მე კი მიხარის!... და ჰა, ახალი კაბადონი,თეთრი, უხნავი... მივქრი, მივიბრძვი...
სევდიანი ღიმილი მუზის. 2000წ. 18 ოქტომბერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. აქ კოჭლობ, მაგრამ არა საგრძნობლად! აქ კოჭლობ, მაგრამ არა საგრძნობლად!
13. ცრემლდახარჯული თვალის უპენი ღიმილცვეთილნი დაიძინებენ... და აღარ ვიცი, უკვე რამდენი მიწა გავჭერი, რამდენ საფლავს ეფინება თეთრად ყვავილი, ობლად შთენილი... და რამდენი წვეთია სისხლის უტკივარი, ფერად ცისფერი, ჩემში ძებნილი...
ეს ძალიან:) ცრემლდახარჯული თვალის უპენი ღიმილცვეთილნი დაიძინებენ... და აღარ ვიცი, უკვე რამდენი მიწა გავჭერი, რამდენ საფლავს ეფინება თეთრად ყვავილი, ობლად შთენილი... და რამდენი წვეთია სისხლის უტკივარი, ფერად ცისფერი, ჩემში ძებნილი...
ეს ძალიან:)
9. ვერა
რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ისე ვერ გამოდის როგორც საჭიროა
იმედია 2008-ს უკეთესები იქნება ვერა
რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ისე ვერ გამოდის როგორც საჭიროა
იმედია 2008-ს უკეთესები იქნება
8. მე მომწონს მართლა მომწონს.... ზუსტად რომ მომწონს
ცრემლდახარჯული თვალის უპენი ღიმილცვეთილნი დაიძინებენ... და აღარ ვიცი, უკვე რამდენი მიწა გავჭერი, რამდენ საფლავს ეფინება თეთრად ყვავილი, ობლად შთენილი====ეს მაგალითად რადგან არ ეძლევა პოეტს უფლება, დაითვალოს სიტყვის ხაზები, იმედიანი და ლამაზები...===ესეც
5 მე მომწონს მართლა მომწონს.... ზუსტად რომ მომწონს
ცრემლდახარჯული თვალის უპენი ღიმილცვეთილნი დაიძინებენ... და აღარ ვიცი, უკვე რამდენი მიწა გავჭერი, რამდენ საფლავს ეფინება თეთრად ყვავილი, ობლად შთენილი====ეს მაგალითად რადგან არ ეძლევა პოეტს უფლება, დაითვალოს სიტყვის ხაზები, იმედიანი და ლამაზები...===ესეც
5
6. 3 უკეთესის მოლოდინში!:) 3 უკეთესის მოლოდინში!:)
5. ეს არც ლექსია და არც ემოცია, სასაცილო ფრაზების ერთობლიობა მომაგონა:) მე მაპატიეთ. ეს არც ლექსია და არც ემოცია, სასაცილო ფრაზების ერთობლიობა მომაგონა:) მე მაპატიეთ.
4. რამდენჯერმე წავიკითხე... გარკვეული მიგნებები მომეწონა, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდება. უფრო მეტს ველი თქვენგან რამდენჯერმე წავიკითხე... გარკვეული მიგნებები მომეწონა, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდება. უფრო მეტს ველი თქვენგან
3. არაფრის დაწერას არ ვაპირებ პასუხად...დაე, იყოს ასე, ეძებეთ გრამატიკული შეცდომები... გმადლობთ. არაფრის დაწერას არ ვაპირებ პასუხად...დაე, იყოს ასე, ეძებეთ გრამატიკული შეცდომები... გმადლობთ.
1. პოეტს უხარის - და უკვე ძალიან ცუდი კომპრომისი რითმითვის. არ ვაფასებ. პოეტს უხარის - და უკვე ძალიან ცუდი კომპრომისი რითმითვის. არ ვაფასებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|