ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირენ_
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2010


მოდი და...

ჩემთვის-აღმოჩენა,
შენთვის-პარადოქსი..
ცხოვრება ხანდახან
საშინლად დაგვცინებს,
ჩემიდან შენამდე
მანძილი მეტრია
მოდი და...გამიქრე,
დარდები თვალებში ჩამდგარი ცრემლებად,
მაგ მზერით გამცვდარი
ამ სულის სიბნელე,
არღვიე ტაბუ და
იწამე ბოჰემა,
რომ ერთად გავგიჟდეთ.
შემეხე ხელებით რეალურ არსებას,
შორით გაღმერთება არ მყოფნის...
შეეშვი დოგმას და ეთიკას,
ხომ იცი,დარღვევა სჭირდება კანონებს
და გულის სიღრმეში ვიცი,რომ შენც გინდა
ეს ასე არ მოხდეს-ვისწავლო დაღლა და
უბრალოდ წავიდე...
იქ,სადაც სიცოცხლე ლამაზი ფარსია,
სიკვდილს კი ახურავს ცისფერი პირბადე
და სანამ ჯერ კიდევ ძალა აქვს შენს სიტყვებს
მოდი და მინატრე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები