ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ე ლ ე ნ ე გურიელი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2010


შენი ნაწილი ჩემთან...

თითები თხელი, ნაფერები, ნაოცნებარი,
სხეულზე ნაზად მეხება და მეალერსება...
სუნთქვა გაქვს ცხელი, სურვილები ორის ჯერადი
ორიდან ფესვი რამდენია? ანდა თუ არის?
მერამდენედი ნაწილი ვარ შენი ცხოვრების?
მესამედ სითბოს უნამუსოდ უკვე მოვითხოვ,
ერთი ახდენა, ხომ ჰყოფნიდა თითქოს ოცნებას?
გამეორებას ჯიუტობით სხეული ითხოვს...
ნატიფი სული, დახვეწილი- თითქმის ზედმეტად
ამოცანაში მე იქსების სიმრავლე მხიბლავს,
თუმც ამოხსნაში მიწერია კითხვის ნიშანი
და იმედი მაქვს, რომ პასუხიც არ უდრის უცნობს.
შენი ნაწილი, წაღებული ასე სათუთად,
სულის ყველაზე ბნელ კუნჭულში ჩაძრომას ცდილობს.
ესეც მარტოა და მეორე მხარე სჭირდება,
ჩვენს შორის ყველა ტოლობა კი, ვიცი უდრის ორს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები