ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: nanka
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2010


თუ...

თუ ვერ იპოვნე
როგორ დაკარგავ?!
და თუ დაკარგე
რთულია პოვნა.
-------------------------------------
თუ არ გყოლია
როგორ გაუშვებ?!
და თუ გაუშვებ
აღარ ღირს მოცდა.
-------------------------------------
თუ არ გყვარებია
როგორ შეიძულებ?!
და თუ შეიძულე
რთულია შეყვარება.
------------------------------------
როგორ  იტირებ
თუ არ გიცინია?!
სიცილის შემდეგაა
ტირილი მძიმე...
-------------------------------------
როგორ წამოდგები
თუ არ დაეცი?!
და თუ დაეცემი
რთულია წმოდგომა.
-------------------------------------
როგორ გაივლი
თუ გზები გათავდა?!
და თუ გზა გათავდა
ცელი მოიმარჯვე...
----------------------------------
როგორ გაფრინდები
თუ ფრთები არა გაქვს?!
და თუ ფრთიანი ხარ
ნუ ჩამოიხედავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები