ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2010


*** ძნელია ისე იცხოვრო ქვეყნად

ძნელია ისე იცხოვრო ქვეყნად,
ერთხელაც სული არ მისცე ეშმაკს,
გინდ სვამდე არაყს,
გინდ სვამდე ძველშავს...
ძნელია ისე იცხოვრო ქვეყნად,
ერთხელაც გულმა არ გითხრას თმენით, -
სიკეთე ბიჭო, სიკეთე ჰქენი...
ყველაზე უფრო ძნელია, ისე,
იცხოვრო ქვეყნად,
როგორაც ქრისტემ!
ან და,
როგორაც გვასწავლის იგი,
იცხოვრო ისე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები