ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2010


განედზე

როცა მე დღეებს და ღამეებს ერთმანეთში ვურევ
და შენ რამდენიმე კილომეტრის იქით,
შენი დაგეგმილი დღეებიდან წუთებს მიყოფ,
ძილში ვკითხულობ ფსალმუნს
მდოგვისმარცვლისხელა სიყვარულზე,
და მინდა გითხრა რომ შენი წარმოდგენა
სივრცის სიდიდეზე მცდარია,
და ამ ყველაფერში მთავარი ის წამია
როცა ჩვენ სიზმრიდან მიწაზე ვეცემით
და ხელებს ღრუბელბის განედზე ვტოვებთ...
შენ ივიწყებ სიტყვებს რომლებსაც ვიმეორებდით
ლოცვასავით ყველა ძილის წინ ...
ყველა შენს წერილს დღეს, მე ცუდი სიზმარივით
წყალს ვუკითხავ რომ ჩამორეცხოს მთავარ
კედელზე მიხატული დროების შუალედები,
რომლებიც მაღიზიანებს....
არ გიფიქრია რომ არსებობს
არაფერი
სადაც არც მე და არც შენ
მნიშვნელობა არ გავაქვს,და ეს ყველაფერი
უწონადია....
სადაც სახლებს არ აშენებენ მდინარის პირას
და სადაც ცას მარტო ნაცრისფერი პერანგი
აცვია უღილებოდ,
სადაც დროის შუალედებს უარყოფებით ითვლიან
და ძილის წინ კითხულობენ ფსალმუნს მდოგვისმარცვლისხელა
უსიყვარულობაზე....
მე ამ ყველაფრიდან გავდივარ და ცალმხრივად
ქვემოთ ვმოძრაობ,
რადგან გაფრენის შემდეგ,
ორშესვენებიანი შუალედის გამოვლისას, მივხვდი
როცა დასასრულიდან იწყებ,
სიზმრებს ვერ ხედავ და მნიშვნელობა არააქვს
რას ამბობენ მარცვლები რომლებსაც შენ
ერთმანეთს აწებებ...
და წებოში გათხვრილ ხელებს მიცურებ თმებში,
რომ ჩემ და შენს შორის მიზიდულობის ძალის არსებობა
დამაჯერო...


დღეს დილით
ჩემი საყავრელი ყავის ფინჯანი როცა იმსხვრეოდა მივხვდი რომ
დაგვიანება თხევადი იყო და ჩემს ფეხებთან იღვრებოდა,
ფინჯანის მთლიანობა მიზიდულობის ძალის ილუზია,
და ფინჯანზე დატოვებული დილები
ყველაზე დიდი ტყუილი დროის ცვალებადობაზე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები