ტაო-კლარჯეთის მიწის სუნთქვას და, სადღაც იმ მთებში ყივის ნაღველი, ძველ ნასახლკარში დღესაც რომ ბუდობს, იმ ნაჩუქურთმალ სახლში ქართველი,
ტაოს დიდების და იმ სიმართლის, დღესაც რომ გვჯერა ისევ ქართველებს, კლარჯელი მგლები რომ იზრდებიან, რომ მოუვლიან მხარეს ნაფერებს,
სტუმრების კითხვას: გურჯი ხარ ძმაო?! რომ გიპასუხებთ სიტყვას დატეხილს გურჯისტანში ვარ მე ჩემო ძმაო ამიტომაც ვარ დღემდე ქართველი
ტაოელ ბერის მღვიმეში ყოფნას, ხანცთას, ვივიწყებთ ძმანო ქართველნო, ართვინს, არტაანს, ხოფას, ართანუჯს, კიდევ თუ შეგრჩათ ნუ დაივიწყებთ,
და მე დღეს აქ ვარ, მიწავ ქართულო, მე არ გივიწყებ, ლოცვებს ვბუტბუტებ, ძველი ფიქრები თუ შემოგაწვა, ჰარი-ჰარალეს დაგიგუგუნებ,
დღეიდან ისევ ჩვენი იქნები, მოიხატები ყველა ტაძარო, არ წაიშლები არც ერთო ფრესკავ, კვლავ გამაგრდები მხარევ ნატანჯო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. კარგიაააააააააააააააააააააააააააა +2222222222222 კარგიაააააააააააააააააააააააააააა +2222222222222
18. გადავიკითხე შენი ლექსები ნაწილობრივ... კარგი კაცი ხარ შენ.:) შეგეწიოს წმინდა გიორგი! ამ კონკრეტულ ლექსზე გეტყვი ორიოდ სიტყვას: კარგია, რომ გეტკივილება ტაო, ძალიან კარგია. ეს მაფიქრებინებს, რომ ადრე თუ გვიან ჩახვალ და ახლოდან მოილოცავ და მოიხილავ იქაურ სიწმინდეებს და მერე შენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყვები ამ სასწაულზე და მერე იმათაც წაიყვან და ასე დაუსრულებლად... ერთი რამის მეშინია მხოლოდ და აქვე მინდა გითხრა ამაზე: სხვა ტაოს ელოდები შენ და ეფერები აქედან და სხვა ტაო დაგხვდება იქ რომ ჩახვალ და აქედანვე შეეჩვიო ამას, უნდა.აღარ იზრდებიან მგლის ლეკვები ტაოს და კლარჯეთს, კაი კაცო, აღარ!.. აღარც საქართველო დაერქმევა არასდროს იმ დალოცვილ მიწას და ამ სიმართლეს, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, ყველამ თვალებში უნდა შევხედოთ, ყველამ! თავის დროზე რომ დაგვენახა ეს, იქნება არ დაგვეწყვიტა ის ძაფები ასე გამეტებით, ტაოსბედდამუქრებულ აფხაზეთთან და შიდა ქართლთან რომ გვაკავშირებდა და ოროდეღა როა დარჩენილი!.. "არ წაიშლები არცერთო ფრესკავ"... იშლება და მერე როგორ და სად აღარ... რეალობაა ასეთი და ისე, ღმერთმა გისმინოს, ჩემო დათა. კატეგორიულ ტონად არ მიიღო რაც გითხარი, უბრალოდ, მომინდა ყველასთვის მეთქვა ეს და შენმა ლექსმა მათქმევინა... გაიხარე და ილექსმრავლე! :) გადავიკითხე შენი ლექსები ნაწილობრივ... კარგი კაცი ხარ შენ.:) შეგეწიოს წმინდა გიორგი! ამ კონკრეტულ ლექსზე გეტყვი ორიოდ სიტყვას: კარგია, რომ გეტკივილება ტაო, ძალიან კარგია. ეს მაფიქრებინებს, რომ ადრე თუ გვიან ჩახვალ და ახლოდან მოილოცავ და მოიხილავ იქაურ სიწმინდეებს და მერე შენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყვები ამ სასწაულზე და მერე იმათაც წაიყვან და ასე დაუსრულებლად... ერთი რამის მეშინია მხოლოდ და აქვე მინდა გითხრა ამაზე: სხვა ტაოს ელოდები შენ და ეფერები აქედან და სხვა ტაო დაგხვდება იქ რომ ჩახვალ და აქედანვე შეეჩვიო ამას, უნდა.აღარ იზრდებიან მგლის ლეკვები ტაოს და კლარჯეთს, კაი კაცო, აღარ!.. აღარც საქართველო დაერქმევა არასდროს იმ დალოცვილ მიწას და ამ სიმართლეს, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, ყველამ თვალებში უნდა შევხედოთ, ყველამ! თავის დროზე რომ დაგვენახა ეს, იქნება არ დაგვეწყვიტა ის ძაფები ასე გამეტებით, ტაოსბედდამუქრებულ აფხაზეთთან და შიდა ქართლთან რომ გვაკავშირებდა და ოროდეღა როა დარჩენილი!.. "არ წაიშლები არცერთო ფრესკავ"... იშლება და მერე როგორ და სად აღარ... რეალობაა ასეთი და ისე, ღმერთმა გისმინოს, ჩემო დათა. კატეგორიულ ტონად არ მიიღო რაც გითხარი, უბრალოდ, მომინდა ყველასთვის მეთქვა ეს და შენმა ლექსმა მათქმევინა... გაიხარე და ილექსმრავლე! :)
17. თორნიკე ჭელიძეს ვეთანხმები ბოლომდე. ნორმალური რიგითი ლექსია, თუმცა ისეთი არა რომ დამამახსოვრდეს და განსაკუთრებული მენახა აქ რამე. კიდევ ერთი : ტაო-კლარჯეთის მიწის სუნთქვას და, სადღაც იმ მთებში ყივის ნაღველი,
აქ გაუმართავია აზრი.
ტაო-კლარჯეთის მიწა სუნთქავს და, სადღაც იმ მთებში ყივის ნაღველი,
აი ეს გამართულია გრამატიკულადაც და აზრობრივადაც. წარმატებები. თორნიკე ჭელიძეს ვეთანხმები ბოლომდე. ნორმალური რიგითი ლექსია, თუმცა ისეთი არა რომ დამამახსოვრდეს და განსაკუთრებული მენახა აქ რამე. კიდევ ერთი : ტაო-კლარჯეთის მიწის სუნთქვას და, სადღაც იმ მთებში ყივის ნაღველი,
აქ გაუმართავია აზრი.
ტაო-კლარჯეთის მიწა სუნთქავს და, სადღაც იმ მთებში ყივის ნაღველი,
აი ეს გამართულია გრამატიკულადაც და აზრობრივადაც. წარმატებები.
15. დღეიდან ისევ ჩვენი იქნები, მოიხატები ყველა ტაძარო, არ წაიშლები არც ერთო ფრესკავ, კვლავ გამაგრდები მხარევ ნატანჯო. <---- ეს განსაკუთრებით კარგია
ყოჩაღ!!!! !!!!!! წერე წერე და წერე!!!1 დღეიდან ისევ ჩვენი იქნები, მოიხატები ყველა ტაძარო, არ წაიშლები არც ერთო ფრესკავ, კვლავ გამაგრდები მხარევ ნატანჯო. <---- ეს განსაკუთრებით კარგია
ყოჩაღ!!!! !!!!!! წერე წერე და წერე!!!1
14. პატრიოტული აღტყინებით დაწერილი ლექსია, წარმატებები ავტორს! პატრიოტული აღტყინებით დაწერილი ლექსია, წარმატებები ავტორს!
13. +2 momewona da warmatebebiiiiiii +2 momewona da warmatebebiiiiiii
12. ანანეს ვეთანხმები, კარგია და მიხარია სამშობლოზე ნაწერის კითხვა, თუმცა ეს იმდენად ”ამოწურული” თემაა, რომ თუ დაწერ - უნდა იყოს ძალიან. მაგალითად, ასეთი:
"ასე ვიზიზღებ ზაფხულობით ყველა საზღვაო კურორტს (ნაპირზე ქვებია თუ ოქროს ქვიშები) და ამ ყველასგან, სულ უბრალოდ, სოხუმს ვანსხვავებ, სადაც, არც ერთად, არც ცალცალკე არ ჩაგვიშვებენ."
თუმცა მე რომელი სოლომონ ბრძენი, ან დიდი პოეტი ვარ... უბრალოდ ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი ნაწერი, უბრალოდ სუსტი რითმები არის და რამე "გარტყმული" - ნაკლებად...
წარმატებები, მეგობარო... ანანეს ვეთანხმები, კარგია და მიხარია სამშობლოზე ნაწერის კითხვა, თუმცა ეს იმდენად ”ამოწურული” თემაა, რომ თუ დაწერ - უნდა იყოს ძალიან. მაგალითად, ასეთი:
"ასე ვიზიზღებ ზაფხულობით ყველა საზღვაო კურორტს (ნაპირზე ქვებია თუ ოქროს ქვიშები) და ამ ყველასგან, სულ უბრალოდ, სოხუმს ვანსხვავებ, სადაც, არც ერთად, არც ცალცალკე არ ჩაგვიშვებენ."
თუმცა მე რომელი სოლომონ ბრძენი, ან დიდი პოეტი ვარ... უბრალოდ ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი ნაწერი, უბრალოდ სუსტი რითმები არის და რამე "გარტყმული" - ნაკლებად...
წარმატებები, მეგობარო...
10. ძალიან დიდი მადლობა : ) ძალიან დიდი მადლობა : )
9. საოცრად გულწრფელი სიტყვებია. უფალმა გაგახაროს! ჩემს გამოუქვეყნებელ ლექსს ჩაგიწერ
ჰაერს ცრემლად აეკიდა უფლის საგალობელი, ბერი ხანძთა სასოებით დგას და მლოცველს მოელის. ღირს მამათა ძვალთშესალაგს მოსავს ზეცის ნათელი, საქართველოს ღმერთს ავედრებს წმიდა გრიგოლ ხანძთელი, ,,უდაბნოთა ქალაქმყოფი'', ,,ჩაუმქრალი სანთელი''.
+5
საოცრად გულწრფელი სიტყვებია. უფალმა გაგახაროს! ჩემს გამოუქვეყნებელ ლექსს ჩაგიწერ
ჰაერს ცრემლად აეკიდა უფლის საგალობელი, ბერი ხანძთა სასოებით დგას და მლოცველს მოელის. ღირს მამათა ძვალთშესალაგს მოსავს ზეცის ნათელი, საქართველოს ღმერთს ავედრებს წმიდა გრიგოლ ხანძთელი, ,,უდაბნოთა ქალაქმყოფი``, ,,ჩაუმქრალი სანთელი``.
+5
8. მინაწერი ფილმზე "ტაო-კლარჯეთი"
თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ? თუ ვაჟკაცი ხარ, რას შვები? გესმის? - იქ, ტაო კლარჯეთში, როგორ მღერიან ბავშვები?
"ეგ ლამაზი კაბა წინდა, ვინ მოგიტანაო? ჩემმა ძიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანაო... ეგ ლამაზი ბეზლუნგები ვინ მოგიტანაო? ჩემმა მდადემ, ჩემმა დიამ, მან მომიტანაო... გურჯისტანის ყვავილები ვინ მოგიტანაო? ჩემმა ნეფემ, ჩემმა ღმერთმა მან მომიტანაო"...
სული არ შეგეწამლება? გული არ დაგენაცრება? რა ქნან, სანამდე გიცადონ გაციებულმა ტაძრებმა?! გუმბათებს ჟამი დაბელავს, დროის ზავთი და ხინჯები, ხედავ, რა ბოღმით ბუქნავენ, "ხორუმს" კლარჯელი ბიჭები. ჩემო ციხევ და ნათელო, ჭირიმე შენი გამჩენის! შიგნით რას მერჩი ქართველო, გარეთ გვყავს გადასარჩენი!
ზურაბ გორგილაძე მინაწერი ფილმზე "ტაო-კლარჯეთი"
თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ? თუ ვაჟკაცი ხარ, რას შვები? გესმის? - იქ, ტაო კლარჯეთში, როგორ მღერიან ბავშვები?
"ეგ ლამაზი კაბა წინდა, ვინ მოგიტანაო? ჩემმა ძიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანაო... ეგ ლამაზი ბეზლუნგები ვინ მოგიტანაო? ჩემმა მდადემ, ჩემმა დიამ, მან მომიტანაო... გურჯისტანის ყვავილები ვინ მოგიტანაო? ჩემმა ნეფემ, ჩემმა ღმერთმა მან მომიტანაო"...
სული არ შეგეწამლება? გული არ დაგენაცრება? რა ქნან, სანამდე გიცადონ გაციებულმა ტაძრებმა?! გუმბათებს ჟამი დაბელავს, დროის ზავთი და ხინჯები, ხედავ, რა ბოღმით ბუქნავენ, "ხორუმს" კლარჯელი ბიჭები. ჩემო ციხევ და ნათელო, ჭირიმე შენი გამჩენის! შიგნით რას მერჩი ქართველო, გარეთ გვყავს გადასარჩენი!
ზურაბ გორგილაძე
7. გურჯისტანში ვარ მე ჩემო ძმაო ამიტომაც ვარ დღემდე ქართველი
და მე დღეს აქ ვარ, მიწავ ქართულო, მე არ გივიწყებ, ლოცვებს ვბუტბუტებ...
მშვენიერია, ოღონდ "ხანძთა" გაასწორე, რა გურჯისტანში ვარ მე ჩემო ძმაო ამიტომაც ვარ დღემდე ქართველი
და მე დღეს აქ ვარ, მიწავ ქართულო, მე არ გივიწყებ, ლოცვებს ვბუტბუტებ...
მშვენიერია, ოღონდ "ხანძთა" გაასწორე, რა
6. გენაცვალე ძმა!
კაია რო წერ! წერე და წერე!
გენაცვალე, მაგარია და შენც მაგარი ხარ! გენაცვალე ძმა!
კაია რო წერ! წერე და წერე!
გენაცვალე, მაგარია და შენც მაგარი ხარ!
5. მაგარი შველო, საღოლ ... !
ასე, ასე, წერე ... !
ერთად ვართ ამ ცხოვრებაში და იმის იქითაც ... !
მიყვარხარ, მუხბე ! მაგარი შველო, საღოლ ... !
ასე, ასე, წერე ... !
ერთად ვართ ამ ცხოვრებაში და იმის იქითაც ... !
მიყვარხარ, მუხბე !
2. ვეთანხმები. წარმატებები ქართული ჯავრით აღვსილო უცნობო ვეთანხმები. წარმატებები ქართული ჯავრით აღვსილო უცნობო
1. თემა და აზრი გასაგებია, კარგია და მომწონს. ტექნიკური სისუსტეები კი არის და წარმატებებს გისურვებ. თემა და აზრი გასაგებია, კარგია და მომწონს. ტექნიკური სისუსტეები კი არის და წარმატებებს გისურვებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|