ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელდღუნია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 სექტემბერი, 2010


ციციკორეს ნამდვილი პორტრეტი

--ქართველები პატარა ერი ვართ. ყველაფერ კარგსა და ჯიშიანს უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ.

  ეს იყო ციციკორეს სიტყვები, როცა გადაწყდა, რომ მარიტა შეთეს. ბევრი ციციკორეს ანტი გმირად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ის არის ადამიანი, ვინც სწორად და სიტუაციის ადეკვატურად აზროვნებს. მარიტა ულამაზესი ქალიშვილია და მისი გედიასათვის დათმობის შემთხვევაში სისხლის და ჯიშის გაფუჭება მოხდება. სწორედ ეს არ უნდა სოფლის თავს და ამის გამო დაუთმო მარიტა შეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ციციკორე ჩვეულებრივ მაყურებელს გულცივ და სასტიკ ადამიანად მოეჩვენება, ის ავტორს არ ჰყავს გამოყვანილი ასეთად. ციციკორეს სახე იმ ადამიანის სახეა, რომლიც ცდილობს გამოსადეგს გამოსადეგი მიუსადაგოს და ამით გაამრავლოს ყოველი ღირებული. ციციკორე ის ადამიანია, ვინც ქართველებს სჭირდებათ  გადასარჩენათ.

  ბევრი დამეთანხმება, ბევრს ალბათ საწინააღმდეგო აზრიც ექნება. ერთი კი ფაქტია, ქართველები წინდახედული ხალხი ვართ და სწორედ ამის ნათელი მაგალიათია ციციკორე. მოდით ყველა დავუფიქრდეთ ამ ადამიანის მსოფმხედველობას და ვფიქრობ, მასში ყველა დაინახავთ რაღაც გენიალურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები