მარგარეტ, ნუ უსმენ ამ ხმებს, ეს მელოდია ღმერთებს ეკუთვნით და სისხლი: რომელიც უკვე წლებია ვეღარ გრძნობს შენს ძარღვებს. მოეშვი. ვხედავ ამ კედლებმაც გაიდგეს ფესვები შენს ტანში, ალბათ ხვდები, რომ აღარც ეს ოთახია შენი და ჟურნალები, ბახის ნოტებით გადატვირთული, რა უცნაურად იკარგებიან ზურგს უკან დაშვებულ სიშავეში. (ქვიშის ნავებით გადმოიტანე ცა ღრუბლებს ქვემოთ) მარგარეტ, გთხოვ, ნუ უსმენ! თორემ ხომ ხედავ: სიკვდილიც დაიღალა შენით და როგორ გამსხვრევს ძვლებში გადაუღებელი წვიმები. დაივიწყე ის რაც არასდროს ყოფილა შენს ცხოვრებაში, თუნდაც გიწევდეს ყოველ ღამით თვალების დათხრა. დაივიწყე ყველაფერი, ოღონდ იარე, უმისამართო გზებით იარე მუხლებამდე შეჭმულმა და შენი ხელები, თვალებდახუჭულმა მიეცი დღეებს, იქნებ სიბრმავემ შეგიმსუბუქოს ტკივილი. იმოძრავე საკუთარი სხეულის გარშემო, შეიძლება ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მოგხსნის ამ ცოდვებს და ქუჩებზე თმებით დაკიდულს, სახლებიდან გამოსული ხმაური, გარდაცვლილი ბავშვების ლოცვა რომ გგონია. მარგარეტ ნუ უსმენ! მერე რა, თუ დღითიდღე კარგავ საკუთარ თავს ვიღაცის უცნაურ ბოდვებში. მერე რა, თუ შენ დაგივიწყეს ღმერთებმა და არც შენი სიტყვები ესმის ვინმეს. ნუ ამოიღებ ხმას, ნურაფერს იტყვი, არ მოუსმინო ამ ხმებს და სანამ ბოლომდე დაგღრღნის შენივე არსებობა, მე მზად ვარ, შენი შეშლილობის ნიადაგზე გამოგონილი მოჩვენება, გამუდმებით ვიწვე შენს გვერდით, პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან და ცხოვრებით დაღლილს, გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ძალიან მომეწონა მე... ძალიან მომეწონა მე...
24. გამახსენდა, ვიგრძენი და მოვდუნდი ალბათ მეც მარგარეტივით გადავიღალე გამახსენდა, ვიგრძენი და მოვდუნდი ალბათ მეც მარგარეტივით გადავიღალე
23. ჩემი ორიწლისწინანდელი კომენტარია ისევბოლო <3
ყოველ წაკიტხვაზე ტიტქოს პირველად ვკიტხულობ ; //
ჩემი ორიწლისწინანდელი კომენტარია ისევბოლო <3
ყოველ წაკიტხვაზე ტიტქოს პირველად ვკიტხულობ ; //
22. მიყვარს ეს ლექსი . მიყვარს ეს ლექსი .
21. ხომ ხედავ: სიკვდილიც დაიღალა შენით და როგორ გამსხვრევს ძვლებში გადაუღებელი წვიმები.
ისევ იგივე სიზმარი ვნახე და გამახსენდა ეს ნაწერი ..
კრისტიან კრისტიან კრისტიან სადაა დაპირებული ნაწერები .. ხომ ხედავ: სიკვდილიც დაიღალა შენით და როგორ გამსხვრევს ძვლებში გადაუღებელი წვიმები.
ისევ იგივე სიზმარი ვნახე და გამახსენდა ეს ნაწერი ..
კრისტიან კრისტიან კრისტიან სადაა დაპირებული ნაწერები ..
20. მერე რა, თუ დღითიდღე კარგავ საკუთარ თავს ვიღაცის უცნაურ ბოდვებში.
...ცხოვრებით დაღლილს, გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
:) :) :) გამახსენდი(თ) მერე რა, თუ დღითიდღე კარგავ საკუთარ თავს ვიღაცის უცნაურ ბოდვებში.
...ცხოვრებით დაღლილს, გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
:) :) :) გამახსენდი(თ)
19. ძალიან, ძალიან მაგარია!!! ძალიან, ძალიან მაგარია!!!
18. მშვენიერი +2 მშვენიერი +2
17. იმოძრავე საკუთარი სხეულის გარშემო, შეიძლება ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მოგხსნის ამ ცოდვებს
ფრიად საინტერესო! :) იმოძრავე საკუთარი სხეულის გარშემო, შეიძლება ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მოგხსნის ამ ცოდვებს
ფრიად საინტერესო! :)
16. მაგარია+777 მაგარია+777
15. თან რა მაგარია,სიტყვები არ მაქვს..ყოჩაღ თან რა მაგარია,სიტყვები არ მაქვს..ყოჩაღ
13. ძალიან კარგი :) ძალიან კარგი :)
12. და მე ისევ ველოდები :) და მე ისევ ველოდები :)
11. ..
ძალიან მაგარია.. მაგარი.. ..
ძალიან მაგარია.. მაგარი..
10. თითქმის მთელი "ურაკული ლიტერატურა" არსებული ლიტერატურით იკვებება. აქ სულ განსხვავებული "სამზარეულოა". თითქმის მთელი "ურაკული ლიტერატურა" არსებული ლიტერატურით იკვებება. აქ სულ განსხვავებული "სამზარეულოა".
9. ამ ლექსს რომ ვკითხულობ ყველაზე კარგად მაშინ ვხვდები რატომ მიყვარხართ შენ და შენი სამყარო ...
და გადმოვიტანთ ქვიშის ნავებით ცას ღრუბლებს ქვემოთ... როგორ მიყვარს ეს კადრი ამ ლექსს რომ ვკითხულობ ყველაზე კარგად მაშინ ვხვდები რატომ მიყვარხართ შენ და შენი სამყარო ...
და გადმოვიტანთ ქვიშის ნავებით ცას ღრუბლებს ქვემოთ... როგორ მიყვარს ეს კადრი
8. წარმატებებსაც გისურვებენ რაღა გიჭირს : ]]]] წარმატებებსაც გისურვებენ რაღა გიჭირს : ]]]]
7. მშვენიერია. წარმატებები:) მშვენიერია. წარმატებები:)
5. ვახ... უმაგრესი. წამიღო.
პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან ეს ადგილი ვერ მივხვდი. რა შუაშია? კოპენჰაგენში არაა ეს ქუჩა? ვახ... უმაგრესი. წამიღო.
პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან ეს ადგილი ვერ მივხვდი. რა შუაშია? კოპენჰაგენში არაა ეს ქუჩა?
4. გამიხარდი :* გამიხარდი :*
3. მე მომწონს. მე მომწონს.
2. მშვენიერი ვერლიბრია! ფრიად მომეწონა, დახვეწილი ნაწერია! სათქმელიც გამოკვეთილი და გასაგებია! საერთოდ, კარგად წერ! 5 მშვენიერი ვერლიბრია! ფრიად მომეწონა, დახვეწილი ნაწერია! სათქმელიც გამოკვეთილი და გასაგებია! საერთოდ, კარგად წერ! 5
1. მე მზად ვარ, შენი შეშლილობის ნიადაგზე გამოგონილი მოჩვენება, გამუდმებით ვიწვე შენს გვერდით, პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან და ცხოვრებით დაღლილს, გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
საინტერსო ემოციები და განცდები. მომეწონა, მართლა საინტერესო სახეებია მე მზად ვარ, შენი შეშლილობის ნიადაგზე გამოგონილი მოჩვენება, გამუდმებით ვიწვე შენს გვერდით, პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან და ცხოვრებით დაღლილს, გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
საინტერსო ემოციები და განცდები. მომეწონა, მართლა საინტერესო სახეებია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|