ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიბა
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2010


შავი მარგალიტები

შავი მარგალიტების

მოდიოდა წვიმა,

გატეხილი ღამის

გატანჯული  მთვარე

რუდუნებით მიყვებოდა

გაცრეცილი ღამის

მიძინებულ ამბებს.

სიჩუმეში ფეთქდა

გარბენილი წამის

გულისცემა ჩქარი,

დროს გვითვლიდა

მე და მთვარეს....

მძიმედ ხვნეშდა

გატკეპნილი მიწაც

სიჩემში განბანილ

აგრილებულ ღამეს.

შავი მარგალიტების

მოდიოდა წვიმა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები