ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოირა
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2010


✿ გამოღვიძება✿

"Как посмел ты красавицу эту,Драгоценную душу твою,
Отпустить, чтоб скиталась по свету,Чтоб погибла в далеком краю?
Пусть непрочны домашние стены,Пусть дорога уводит во тьму, —
Нет на свете печальней измены,Чем измена себе самому."

ადამიანებმა და არა ცხოვრებამ აჭრა ჩემი გმირი როგორც ცბიერმა ხელმა ახალი კარტის დასტა, და აჭრა ისე რომ გაოგნებაში ჩააგდო. ეს მისი გაოგნება ცხოვრებისეული ფაქტის წინაშე  მისი სისუსტეა , რომელიც მას რაღაც ვერმართული მანკივით აწვალებს აზრად და ყინავს უმოქმედომად. რადგან მოქმედება ეხლა, სარისკოა, რადგან მოქმედება მაშინაა გამართლებული როდესაც იცი რა გინდა. ჩემმა გმირმა კი ჯერ-ჯერობით არ იცის რა უნდა , ის ჯერ ფიქრობს, აანალიზებს. მთავარია არ ჩარჩეს ფიქრად,დარდად.
✿✿✿
მოდუნდა,დამშვიდდა და გაახსენდა ის მდგომარეობა,როცა ძალიან დიდი ხნის წინ იდგა ოქროს ხიდზე და გადაჰყურებდა მთელ ამ სამყაროს. გრძნობდა ის ამ დროს,რომ,მასში მის გვერდით იყო რაღაც საოცრება,საოცრება რომელიც მისი მეგობარია,კედელია,რომლისთვისაც მისი გული ღიაა,საოცრება რომელიც ერთადერთი სამოთხეა რაც გააჩნია,და რომ ეს საოცრება არის თავის ნაწილი–მისი რწმენა–მისი მოგებული ომი და ეხლანდელი მშვიდობა.

იქ, ქვევით უფსკრულის სუნია, იქ ჯოჯოხეთის დაუმთავრებელი ისტორია იღეჭება უკვე მეეასეჯერ თავის–თავის მოღალატეების მიერ და ხიდიდან გადაგდებული ანგელოზები წამომჯდარან ტალახიან მიწაზე და ვეღარ ტირიან საკუთარ პატრონს.

… ჭუჭხში მჯდარი, ადამიანისგან გადაგდებულ ანგელოზი იჯდა და იხსენებდა იმ დროს როცა იყო ბედნიერი,როცა მფარველობა მისი იყო მშვიდი და ლამაზი ჭკვიან,ძლიერ და კარგ ადამინზე. ადამიანზე,რომელიც ეხლა უსახურ,სუსტ და უმოქმედო  არსებად გადაქცეულიყო.

იჯდა ოქროსხიდიდან ჩემი გმირის მიერ  გადაგდებული ანგელოზი და ელოდა დროს,თავის დროს როცა ადამიანი კვლავ იფიქრება გონებით მასზე,

ინებებდა–გულით მას,

და ნებით–გადაწყვეტდა მასთან საბოლოოდ დამეგობრებას.
ანგელოზი ელოდა თავის პატრონს , პატრონყოფილი მისი კი გაოგნებულიყო და გული  მისი სხვადასხვა ჯურისა და მასტის ეშმაკუნების თამაშების ასპარეზად გადაქცეულიყო-რაღათქმაუნდა მისისვე სუსტი ნების ხელშეწყობით.
✿✿✿
არასოდეს უღალატო საკუთარ თავს,არ მიაძინო გონება და არ გაყიდო გული–არასოდეს გადაუძახო , რაც გინდა განსაცდელში იმყოფებოდე ოქროს ხიდზე მდგარმა შენი მფარველი ანგელოზი უფსკრულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები