ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: იუმორისტული
7 ოქტომბერი, 2010


სათაური არ მომიფიქრებია ჯერ კიდევ, ანუ ადოლფას, ლენინის მეშვიდე ტომზე მინაწერი ექსპრომტად

აღარ მყოფნის მე ქულები, მოგიბნიო ფეხ ქვეშ ლექსი,
აღარც მჭადი, ყველი მაქვს და ჩაის შევატანე კექსი,
რომ დავხედე საათს შევცბი, თხუთმეტია დილის ექვსის...
ეს რითმისთვის, თორემ, ისე, არც კი მახსოვს რაა სექსი,
იმიტომ, რომ ტრფიალება ქალის მიჯობს, არა საშოს,
"რუჩნიკს" დროზე თუ მოქაჩავ, ბევრი რომ არ იფარფაშო,
სინდისის წინ არ დარჩები, უფარ-უხმალ-უქარქაშო!..

სინდისი რომ ჰქონდეთ იმათ, ფასად ვინც კი გვადებს ტრიკოს,
მიაგნებდნენ სულ სხვა ალაგს, სიტყვის სათქმელ-საკრიტიკოს.
შენ რად სწუხხარ, ან რას შფოთავ, ან რად იჩენ ნერვის კიბოს,
უნდათ? - ჰოდა უქიცინონ კურტუმ-გავა პოლიტიკოსთ.

ეპოქასაც თავისი აქვს გადმოსახედი და სიღრმე
და ბიჭებიც იკეთებენ პედიკ(იურს) და კვერცხის ნიღბებს,
ატარებენ დედის ტანგას, იპუტავენ წამწამ-ღინღლებს,
ჩვენ რა? - ჩვენ კი უნდა შევძლოთ, ოდნავ მაინც რამედ ვღირდეთ...

ჩვენს ტყე-ველებს რა სჯობია, სადაური მხარე, ვისი?
ჩვენი ვჭედოთ ჩვენ ფარ-ხმალი, დედა ავატირე სხვისი,
არქიფოებს არქიფოსი, ლენინს უკვე ერგო მისი
ყველეის და კი წევს აბდლად, ეგერ, გაცვილ-განაფისი.

კი გითხარი ამას წინათ, ლექსში მივედ-მოვედები,
სულ ერთ ადგილას მკიდია ოქრო-ვერცხლის მონეტები,
"პროპკა" არ ვარ და მაგათ ბოთლს მე ნაღდად ვერ მოვერგები,
მეც შენსავით მაკვირვებენ, მოტყაპუნე პოეტები.

დავამთავრებ აწი, ჰო და, სტრიქონისთვის ვეძებ რითმას,
რაც მინდოდა და რაც მინდა, წერტილამდე უნდა ითქვას...
რომ არ მყოფნის მე ქულები, მოგიბნიო ფეხ ქვეშ ლექსი,
სხვა რაღა ვქნა - დავლევ ჩაის და შევატნევ ფინჩხებს კექსის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები