ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი_13
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2010


ვანილის სურნელება

  ფარდა ოდნავ შეირხა და ღამის მონაქროლმა მსუსხავმა ჰაერმა, საწოლისკენ აიღო ურცხვი გეზი. შემცივდა და ცეცხლწაკიდებულივით წამოვხტი, ჩავიცვი, რელსებიან კიბეს ჩავუყევი სწრაფი ნაბიჯებით და სადარბაზოდან პირველი ნაბიჯი გადავდგი... ეს ისეთი ფაფუკი და ნაზი  შეგრძნება იყო, კი არ დამბურძგლა, მგონი ავკანკალდი... ჩემს ლამაზ ქალაქში ფაფუკად ჩამოეთოვა, ყველა ხეს და ყველა სარკმელს თოვლის ფაფუკი გუნდები გამალებით ეკვროდნენ, ეფერებოდნენ, გულში იხუტებდნენ და ტკბილად შუბლზე კოცნიდნენ...
    მიყვარს თოვლის კრაჭუნით რომ ვაყრუებ არემარეს, რა ტკბილია სქლად დათოვლილ , გაუკვალავ გზაზე პირველად გავლა, როგორ მიყვარს უკან რომ ვიხედები და მხოლოდ ჩემი ნაკვალევი ჩანს, თითქოს ეს სამყარო ჩემია... აი იქით ჩემი უსაყვარლესი სახლია... ძველად მიუტოვებიათ და მას შემდეგ უკაცრიელია.ჩამოვჯექი მყუდრო სახლის კიბეზე და ვტკბებოდი ღამის თბილისით, მთვარიანი ღამით, ალმასივით რომ აელვარებს ბრწყინვალე ფიფქებს...
      ვფიქრობდი და მიხაროდა...კიბეზე უძრავად ვიჯექი, ვიჯექი თუ ვიწექი (არც მახსოვს) და ვფიქრობდი... ვანილის მოტკბო და სევდიანი სურნელი,მონაქროლ სიოს მოეტანა... თოვლი ნაზად ავიღე ხელისგულით, სული შევუბერე და ვუყურებდი როგორ ეკვროდა დავარდნილი ფანტელი ჩემს მიერ გაზელილ თოვლის გროვას... საიდანღაც კი კვლავ ვანილის მოტკბო და ნაღვლიანი სურნელი,კვლავ მოჰქროდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები