ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2010


ბაბუას

ბავშობისაკენ რომ გავიხედავ,
გონებას მივსდევ, ფიქრიც მიმყვება.
ვხედავ ბაბუას, ზის ბუხრის ახლოს,
და სურვილი კლავს, რომ ისევ მნახოს.
ვხედავ, მის დამჭკნარ და თეთრ პირ-სახეს,
მის გამოხედვას, თვალებს სევდიანს,
მიმზერს მოხუცი მადლით აღსავსე,
ვგრძნობ, თუ რა ძლიერ მომნატრებია.
მე გავიხსენებ ხარაგაულში,
სოფელ ზარანში სირბილს შარაზე,
ეზოში, მსხლის ხეს ცაში აწვდენილს,
და ბანაობას ჩხერიმელაზე.
ეს შემოდგომა მიწურულია,
ზამთარში ფიფქებს დარდს გავაყოლებ,
გაზაფხულზე კი, ავივლი აღმართს,
ბაბუას საფლავს მოვინახულებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები