ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: nanka
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2010


...წლები გაივლიან...

აი ერთი წელიც მიილია,
სიყვარულით სავსე წელიწადი.
თითქოს გუშინ იყო ყველაფერი,
ეს - დროც, როგორ სწრაფად გადის?!

იყო კამათიც და განშორებაც,
იყო ცრემლებიც და სიხარულიც,
იყო ჭორები და მათთან ბრძოლა,
სიამაყეცა და სინანულიც.

იყო აღმართი და დაღმართებიც,
ოცნებაცა და იმედგაცრუებაც,
იყო დაცემაც და აღმაფრენაც,
გაუცხოებაც იყო და შეგუებაც,

მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით
ეს ყველაფერი უკვე გადალახეთ,
სინაზითა და ერთგულებით
ნაცნობს, ყველას დაანახეთ,

რომ არ ასებულა სამყაროში
უფრო ძლიერი და ფაქიზი რამ,
რომ ასე ერთურთს ტკბობით,
სიყვარულში წლები  გაივლიან

მალე გაივლიან, შეუმჩნევლად,
აი, ასე როგორც თქვენთვის.
სულ სიხარულით და ბედნიერად
დედამიწიდან და ზეცის კარიბჭემდის.


                                                                                      10/10/2010. ბათუმი.


p.s. ვუძღვნი ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანს. რომელთა სიყვარულიც უკვე  წელიწადს ითვლის... :*:*:* მიყვარხართ! :*:*

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები