 | ავტორი: ირენ_ ჟანრი: პოეზია 22 ოქტომბერი, 2010 |
უცხო ტრამალზე ქარი ამსხვრევს ყველა ოცნებას,
ღმერთი იცინის..
ლეგა კაბაზე დალექილი ჩემი წარსული
ჩუმად იძინებს..
მუხლებზე მდგარი გაშმაგებით ვჭამ წითელ მიწას
და ამის მერე რა უნდა გითხრა?
გინდა გაიგო?როგორ მოვკლავ,როგორ ვიქურდებ,
იქნებ ის გინდა მოისმინო,რომ თავს იტყუებ
და მე ისეთი სულაც არ ვარ,როგორც შენ ფიქრობ,
რომ მე ქალი ვარ და ყოველდღე კარნავალს გიწყობ!
მუხლებზე მდგარი,მუჭა-მუჭა ვჭამ წითელ მიწას
და ამის მერე შენ გინდა მითხრა
სახლში ცხედარი მისვენია ოქროსფერ ყუთში,
რომ აღარასდროს დაბრუნდება,რაც იყო გუშინ
რომ აღარავინ დამიძახებს დღეიდან დედას,
გინდოდა გეთქვა...
რომ ახლა შენთვის ყველაფერი გახდა უფერო,
მე მძულხარ,მაინც გეუბნები,რომ თავს უშველო!
ვიცი,რომ წახვალ,დაივიწყებ გარდასულ ამბებს,
ხოდა,მეც გიშვებ!უშენობა არაფერს მავნებს!
მუხლებზე ვდგავარ,ყორნისფერ თმას მიწეწავს ქარი
და გულში ვამბობ:
ხვალ ხომ უკვე სულ სხვა დღე არი!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. +2 (of course) +2 (of course)
12. ანუ ლექსში მქონდა მეც ეგ და გამკიცხეს :D ანუ ლექსში მქონდა მეც ეგ და გამკიცხეს :D
11. ღმერთი იცინის..
ამის გამო ანათემა ლამის გამოვიძახე :D
დამუნჯების დოზა დამაკლდა მგონი :D ღმერთი იცინის..
ამის გამო ანათემა ლამის გამოვიძახე :D
დამუნჯების დოზა დამაკლდა მგონი :D
9. არადა გეტყობა გადასარევად ერკვევი... ;) :)) არადა გეტყობა გადასარევად ერკვევი... ;) :))
8. Leqsenis Gavlena igrdznoba... Tumca ara, ufro Kabua An Dzvali (ver verkvevi maincdamainc) Leqsenis Gavlena igrdznoba... Tumca ara, ufro Kabua An Dzvali (ver verkvevi maincdamainc)
7. სკარლეტ ო'ჰარა.. :) სკარლეტ ო`ჰარა.. :)
5. თამამად ვწერ ხუთიანს.
და გიხდი მადლობას...
რისთვის? ამას პ.შ. _ში :) თამამად ვწერ ხუთიანს.
და გიხდი მადლობას...
რისთვის? ამას პ.შ. _ში :)
4. თამამად ვწერ ხუთიანს.
და გიხდი მადლობას...
რისთვის? ამას პ.შ. _ში :) თამამად ვწერ ხუთიანს.
და გიხდი მადლობას...
რისთვის? ამას პ.შ. _ში :)
3. რაღაც განწყობით და სათქმელით არეული ლექსია, მაგრამ რაღაც მომენტები მომეწონა... თავიდან მეგონა, რომ პეიზაჟზე ან ვიზუალურ მხარეზე გააკეთებდა ავტორი აქცენტს, მერე გრძნობები წამოვიდა...
ერთი სიტყვით იყო კარგი მონაკვეთები, თუმცა მთლიანობაში ვერ აეწყო ლექსი ჩემთვის რაღაც განწყობით და სათქმელით არეული ლექსია, მაგრამ რაღაც მომენტები მომეწონა... თავიდან მეგონა, რომ პეიზაჟზე ან ვიზუალურ მხარეზე გააკეთებდა ავტორი აქცენტს, მერე გრძნობები წამოვიდა...
ერთი სიტყვით იყო კარგი მონაკვეთები, თუმცა მთლიანობაში ვერ აეწყო ლექსი ჩემთვის
2. რომ ახლა შენთვის ყველაფერი გახდა უფერო,
მე მძულხარ,მაინც გეუბნები,რომ თავს უშველო!
ვიცი,რომ წახვალ,დაივიწყებ გარდასულ ამბებს,
ხოდა,მეც გიშვებ!უშენობა არაფერს მავნებს! რომ ახლა შენთვის ყველაფერი გახდა უფერო,
მე მძულხარ,მაინც გეუბნები,რომ თავს უშველო!
ვიცი,რომ წახვალ,დაივიწყებ გარდასულ ამბებს,
ხოდა,მეც გიშვებ!უშენობა არაფერს მავნებს!
1. რომ მე ქალი ვარ და ყოველდღე კარნავალს გიწყობ!
მუხლებზე მდგარი,მუჭა-მუჭა ვჭამ წითელ მიწას
და ამის მერე შენ გინდა მითხრა
ძალიან კარგია :)
++ რომ მე ქალი ვარ და ყოველდღე კარნავალს გიწყობ!
მუხლებზე მდგარი,მუჭა-მუჭა ვჭამ წითელ მიწას
და ამის მერე შენ გინდა მითხრა
ძალიან კარგია :)
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|